მაშინ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს გაჭირვებით აჯობეს - 17:13, რაც, ცხადია, ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო.
აი,
"რიხით დაწყება არ გამოვიდა. არადა, ბელგიის ნაკრები დებიუტანტია და ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს ბრიუსელში გამარჯვება გაუჭირდებოდა. მეტიც, სრულიად რეალური იყო, წაგვეგო კიდეც, რაც არა მარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა.
შოკი არა, მაგრამ ანგარიშის გაგების შემდეგ, ყველა რომ გაოცებული დარჩება, უდავო ფაქტია. ვისაც თამაში არ უნახავს, იფიქრებს, რომ ბელგიას მართლა სერიოზული პროგრესი აქვს, აგერ, მრავალნაცად საქართველოს ნაკრებს როგორი წინააღმდეგობა გაუწიაო. არ გვინდა ბელგიელებს გარჯა დავუწუნოთ. უბრალოდ რომ ვთქვათ, მათ რაიმე განსაკუთრებული შემოგვთავაზესო, არ იქნება სწორი."
მერე ბელგიელებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენს გუნდთან ასეთი თამაში სულაც არ იყო შემთხვევითი. ერთი კვირის თავზე "შავმა ეშმაკებმა" საშინაო არენაზე ესპანეთის ნაკრებთან ფრეს მიაღწიეს - 21:21.
არანაკლებ სერიოზული ბრძოლა გაუმართეს ერთა თასის სხვა გუნდებსაც და დივიზიონში ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი აქვთ.
"ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას წლეულს სწორედ ბელგიელებთან გამართავენ 1-ელ თებერვალს.
მატჩს თბილისში "ავჭალის სარაგბო სტადიონი" უმასპინძლებს. სტუმრების მოტივაცია, ცხადია, იგივე იქნება, რაც ერთი წლის წინათ. ისინი ყველანაირად ეცდებიან, ერთა თასის ფავორიტს და ლიდერს, საქართველოს ნაკრებს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან.
ცხადია, ბელგიელებს თბილისში გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა ისიც ცნობილია, რომ წასაგებადაც არ ჩამოვლენ და მაქსიმალურად ეცდებიან, მინიმალურ შედეგს მიაღწიონ, თუნდაც ერთი პრემიალური ქულა წაიღონ. ბრიუსელში ეს მათ მოახერხეს. რა იქნება თბილისში?
სამოასთან მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე იმ შეხვედრაში ნაკრების კაპიტან მამუკა გორგოძეს მომავლის გეგმებზე ჰკითხეს და ბელგიის ნაკრებთან მატჩი გაახსენეს.
"ძალიან მწარედ მახსოვს ეგ თამაში და ბელგიელებზე ძალიან გაბრაზებულნი ვართ" - ასეთი იყო გორგოძის პასუხი.
გაბრაზების მიზეზი, ცხადია, თამაშის დასაწყისში ატეხილი გუნდური ჩხუბია, რომელიც მთლიანად ბელგიელების პროვოცირებული იყო. აკი მასპინძლების ფრანგმა თავკაცმა რიჩარდ მაკკინტოკმა მატჩის შემდეგ თქვა:
"ქართველებს კარგად ვიცნობ. მათ ახალგაზრდულ ნაკრებთან მიმუშავია კიდეც. ფიცხელი, დაუდგრომელი ხასიათი აქვთ. არაფერს შეგარჩენენ და ამიტომ მათი პროვოცირება ძალიან იოლია".
როგორც ჩანს, ის, რაც თამაშის დასაწყისში მოხდა, წინასწარ დაგეგმილი აქცია იყო, რომელმაც გარკვეულწილად თავისი მიზანი შეასრულა კიდეც. არბიტრმა პირველხაზელ დავით ქუბრიაშვილს წითელი ბარათი უჩვენა. ჩვენს გუნდს სათამაშო სქემა აერია და ბელგიელები რბევას გადაურჩნენ.
მეტიც, ცოტა დააკლდათ და თამაშის მოგებაც შეეძლოთ. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 10:3 მოგვიგეს. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო დაწინაურდნენ - 13:3. "ბორჯღალოსნებმა" ძალების მაქსიმალური მობილიზება მოახერხეს და მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს.
გადაურჩებიან თუ არა ბელგიელები თბილისში რბევას, ძნელი სათქმელია, თუმცა გაბრაზებულ "ბორჯღალოსნებთან" ხუმრობა რომ არ შეიძლება, ეს თავიანთ ტყავზე პორტუგალიელებმა და ესპანელებმა არაერთხელ იწვნიეს. "ლუზიტანებს" თბილისში ერთხელ 40:0 მოვუგეთ, მათი მეზობელი "ლომები" კი 60:0-ით დავამარცხეთ.
ცხადია, ამჯერადაც იგივეა მოსალოდნელი, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, "ბორჯღალოსანთა" თავკაცი, მილტონ ჰეიგი რა შემადგენლობას დაუპირისპირებს ბელგიელებს.
გამორიცხული არ არის, ახალზელანდიელმა რამდენიმე ახალგაზრდა კიდევ გამოსცადოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ექსპერიმენტების დრო აღარ არის. ახლა გადამწყვეტი ეტაპი დადგა და ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.
ბელგია-საქართველო 13:17
ბელგია (15-9) ვილიამსი, ფან ტრაპენი, ანდრე, ბრებანი, პირონი (ადამსი 72), პიერო, ბერჟე (ხუანი 70). (1-8) მასიმი (ოლივიე 45), ვენდე (კუფოლო 79), ჟადო, ფერსხელდენი, ნანა, ტ. დე მოლდერი (ბილი 77), ნილი, მორელი (მირიალაკისი 10).
ლ: მირიალაკისი. 2ს,გ: ვილიამსი.
სინბინი: ვენდე.
გაძევება: ჟადო.
საქართველო (15-9) წიკლაური, თოდუა, კაჭარავა, შარიქაძე, მჭედლიძე, კვირიკაშვილი (ხმალაძე 75), ბეგაძე. (1-8) ნარიაშვილი (ხინჩაგიშვილი 61), მამუკაშვილი (ბელქანია 61), ქუბრიაშვილი, ჩხაიძე, მიქაუტაძე (სუთიაშვილი 61), კოლელიშვილი, გორგოძე, ბასილაია (ჩილაჩავა 10).
2ლ: გორგოძე, ჩილაჩავა. 2გ,ს: კვირიკაშვილი
სინბინი: კოლელიშვილი
გაძევაბა: ქუბრიაშვილი.
მსაჯი: მატეო ლიპერინი (იტალია)
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 5 4 1 0 +74 19
2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19
3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14
4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7
5. ბელგია 5 0 1 4 -39 5
6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რუმინეთი 37 :9 პორტუგალია
ესპანეთი 9 : 20 რუსეთი
საქართველო 40 : 13 ბელგია
პორტუგალია 9 : 33 საქართველო
რუსეთი 13 : 16 რუმინეთი
ესპანეთი 9 : 9 ბელგია
საქართველო 40 : 9 რუსეთი
რუმინეთი 47 : 9 ესპანეთი
ბელგია 16 : 12 პორტუგალია
ესპანეთი 9 : 30 საქართველო
რუსეთი 30 : 12 პორტუგალია
რუმენიეთი 33 : 9 ბელგია
საქართველო 16 : 10 რუმინეთი
პორტუგალია 13 : 9 ესპანეთი
ბელგია 16 : 19 რუსეთი
აზრი გავცვალოთ, ოპტიმალური პროგნოზების გასაკეთებლად, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა:) ვცადოთ
არა ბიჭო თქვენ მეტი იცით რაგბისა ვიდრე ახალ ზელანდიელმა
გაანებეთ მაგ კაცს თავი, ტყუილა ნუ იკბინებით