ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა მოახლოებული მატჩისთვის გაფართოებული, 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა იძულებითი ცვლილების გაკეთება მაინც მოუხდა.
ფრანგული "მონპელიეს" და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ტრავმა მიიღო და ეროვნულ გუნდს ბელგიასთან და სტუმრად პორტუგალიასთან გასამართ შეხვედრებში გამოაკლდება.
გორგოძემ "ბორდოსთან" მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა ნამატჩევს ფეხის ტკივილი იგრძნო... ჰეიგმა გორგოძის ნაცვლად შეკრებაზე "ლოკომოტივის" მესამეხაზელ გივი ბერიშვილს
მილტონ ჰეიგმა ნაკრებს მრავალმხრივი ვარჯიში ჩაუტარა და ბიჭები სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაზე ამუშავა.
საქართველო-ბელგიის მატჩი ავჭალის სარაგბო სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა:
1. მიხეილ ნარიაშვილი
2. ზურაბ ჟვანია
3. ჯაბა ბრეგვაძე
4. შალვა მამუკაშვილი
5. ირაკლი მირცხულავა
6. დავით ქუბრიაშვილი
7. ლევან ჩილაჩავა
8. ლევან დათუნაშვილი
9. კოტე მიქაუტაძე
10. გიორგი ნემსაძე
11. გიორგი ჩხაიძე
12. შალვა სუთიაშვილი
13. გივი ბერიშვილი
14. ვიტო კოლელიშვილი
15. გიორგი თხილაიშვილი
16. დიმა ბასილაია
17. გიორგი ბეგაძე
18. ვაჟა ხუციშვილი
19. ლაშა ხმალაძე
20. ლაშა მალაღურაძე
21. მერაბ კვირიკაშვილი
22. დავით კაჭარავა
23. თედორე ზიბზიბაძე
24. თამაზ მჭედლიძე
25. ირაკლი მაჩხანელი
26. გიორგი შკინინი
27. მერაბ შარიქაძე
28. ბექა წიკლაური
წყარო: msy.gov.ge