"ბორჯღალოსნების" თამაში პორტუგალიის ნაკრებთან ლისაბონში 8 თებერვალს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
იქამდე კი მზადებას ადგილზე გაივლიან. ლისაბონში თბილისზე ბევრად უფრო კარგი მეტეოროლოგიური პირობებია და ყველა საშუალებაა, რათა გუნდი თამაშისთვის ნორმალურად მოემზადოს.
პირველ მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ბელგიის ეროვნულ გუნდს 35:0 მოუგო, ხელი დაიშავა და ერთა თასზე გუნდს ვეღარ დაეხმარება შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე). მის ნაცვლად ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ
სხვა რაიმე ცვლილება გუნდში არ არის. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ტრავმების გამო დააკლდა მამუკა გორგოძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და ვასილ კაკოვინი (ტულუზი).
ტრავმა მოიშუშა და პორტუგალიელებთან თამაშს შეძლებს შუამარბი თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რომელსაც ბელგიის ნაკრებთან არ უთამაშია.
პორტუგალიელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად გამართეს კლუჟში, რუმინეთის ნაკრებთან და მშრალი ანგარიშით, 0:24 დამარცხდნენ. "სტეჟარიმ", რომელიც ერთა თასზე ჩვენი მთავარი კონკურენტია, მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, რასაც ოთხი საჯარიმოც მიაყოლა.
უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე პორტუგალიელები დაცვაში დისციპლინირებული თამაშით გამოირჩეოდნენ და ამდენი საჯარიმო, ვფიქრობთ, მათთვის ბევრია.
თამაშში გუნდებს ახალი არაფერი უჩვენებიათ. "ლობუშები" ისევ ძველებურად ცდილობენ ხელდახელ ბურთაობას, გადაწყობასაც სწრაფად ახერხებდნენ, მაგრამ რუმინელთა დაცვა გაუვალი კედელივით იდგა. მასპინძლებმა მეტოქის თითქმის ყველა უხეში შეცდომა გამოიყენეს.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ რუმინელები სწორედ პორტუგალიელთა შეცდომების მოლოდინში იყვნენ.
"ლობუშებს" შორის ყველაზე გამორჩეული ფულბეკად მოთამაშე გარემარბი ანტონიო აგილარი იყო, რომელიც "მუხის ფოთლებთან" მარტო ვერას გახდა. რუმინელებმა მეტოქე, როგორც მოსალოდნელი იყო, შერკინებაში დაჩაგრეს.
დიდი მცდელობის მიუხედავად, პორტუგალიელებს საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ, მასპინძლებისთვის რაიმე დაეპირისპირებინათ.
ახლა "ლობუშები" შვიდი ქულით მეოთხე ადგილზე არიან და მესამეადგილოსან რუსეთის ეროვნულ გუნდს 11 ქულით ჩამორჩებიან. სავარაუდოდ, პორტუგალიელები მსოფლიოს თასის საგზურზე ოცნებას უნდა გამოემშვიდობონ და ერთა თასის გათამაშებაში ადგილის შენარჩუნებისთვის იზრუნონ.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი), გიორგი ნემსაძე (ტარბი).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვოქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბირგი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი)
#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ენისეი)
#11-14: თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), გიორგი შკინინი (არმია).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ჯაბა მალაღურაძე (ბაგნერე).
პორტუგალია
ჟოაო კორეია, ჟორჟე სეგურადო, რუი დორეი, ლუის სალემა, ვაშკუ უვა, პედრო ლეალი, მიგელ ლეალი, ფრანსისო ტავარეში, ლუის პორტელა, მანი რაპოსო, ანტონიო აგილარი (ყველა-დირეიტო), ფრანსისკო ფერნანდესი (ბეზიე), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), მაიკ ტაჯერი (მასი), ემანუელ რებელო (დიჟონი), ჟოზე ლიმა, გონსალუ უვა (ორივე-ნარბონი), აურელიან ბეკო (კოლომიე), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ერიკ დოს სანტუში, კევინ და კოშტა (ორივე-ბიარიცი), პედრო ბეტენკურტი, ფრანსისკუ მაგალიაეში, ნუნუ კოშტა, გონსალუ ფორუ, ბრუნო მედეიროსი, სებასტიან ვილაქსი, კარლ მურეი, ჟოაო ალმეიდა, ფრანსისკო აპელტონი (ყველა-კდუპი), ფრანსისკო დომინგეში, ფერნანდო ალმეიდა (ორივე-აგრონომია), ბრუნო როჩა (კოიმბრა), დიოგო მირანდა (ბელენენსეში).
* * *
საინტერესო გამოდგა ესპანეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდების მატჩი მადრიდში, რომელშიც სტუმრებმა 28:25 მოიგეს.
მარცხის მიუხედავად, ესპანელებმა კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. ისინი ხელდახელ შესანიშნავად თამაშობენ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ სახელდახელოდ შეკოწიწებული გუნდია და შეთამაშება აკლია.
ესპანელთა ახალმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა ნაკრებში მხოლოდ ოთხ ესპანელ მორაგბეს უხმო.
დანარჩენი ყველა საფრანგეთის კატალონიისა და ბასკეთის რეგიონების მკვიდრები არიან. თუ სანტოსმა სამომავლოდ ამ გუნდის შენარჩუნება შეძლო, ვფიქრობთ, ესპანელები რეალურად შეძლებენ, ლიდერებს კონკურენცია გაუწიონ.
ერთი სიტყვით, "ბორჯღალოსნებს" ესპანეთში გასვლითი მატჩი ელით და მასპინძლების დამარცხება იოლი არ იქნება.
ერთა თასი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 +35 5
2. რუმინეთი 1 1 0 0 +24 4
3. რუსეთი 1 1 0 0 +3 4
4. ესპანეთი 1 0 0 1 -3 1
5. პორტუგალია 1 0 0 1 -24 0
6. ბელგია 1 0 0 1 -35 0
მსოფლიოს თასის შესარჩევი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 6 5 1 0 +109 24
2. რუმინეთი 6 5 1 0 +73 23
3. რუსეთი 6 4 0 2 -3 18
4. პორტუგალია 6 1 1 4 -45 7
5. ესპანეთი 6 0 2 4 -60 6
6. ბელგია 6 0 1 5 -74 5
II ტური
8 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
ესპანეთი-ბელგია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელგია 35:0 - "ეშმაკები" მოვარჯულეთ, რიგში "მგლები" არიან [VIDEO]
გუნდი აშკარად სუსტია შერკინებით, ძირიტადი დაწოლა მოდის მათ უკანა ხაზზე - მგეზავი, მეორე მგეზავი, შუამარბი , ფულბექი და ფრთის მოთამაშეები. თუ სრულად განეიტრალდება პორტუგალიელთა შერკინება (რის შესაძლებლობაც გვაქვს) და შეიბოჭება გამთამაშებელი და პირველი მგეზავი პრაქტიკულად უბურთოდ (ან პოზიციის გარეშე) დარჩება 12-15 ნომერზე გამწესებული 5 ვე მოთამაშე. ინდივიდუალურად კი პორტუგალილეთა უკანა ხაზი არ არის ისეთი ძლიერი რომ მატჩის ბედი გადაწყვიტოს.
ამ ფონზე თუ ჩვენი შერკინება თამაშს ჩახურავს და 4-5 და მარბიელი, მღლეტელი და შემკვრელი მოწნააღმდეგის 10 (12) ნომრამდე აიტანან თამაშს უკვე ჩვენი გუნდის საინტერესოდ და პროდუქტულად ათამაშებული უკანა ხაზი მოიპოვებს საგრძნობ უპირატესობას, შეიძლება არა იმდენად ფლანგებმა რამდენადაც მეორე მგეზავმა, შუამარბმა და ფულბექმა (თუ შერკინების მესამე ხაზი თამაშ აიტანს მოწინააღმდეგის მეორე მგეზევის პოზიციამდე მარაო იშლება ფლანგზე და მოწინააღმდეგის გაწეილი დაცვა უკვე ჩვენს12-13-15 ნომრებს უხსნის სალელოვე არეალს).
იმედია ამ პროგნოზზე უკეთესი იქენბა ჩვენების თამაშიც და შედეგიც.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მე-13 ადგილზეც ვყოფილვართ მაგრამ მაშინ საომას მსგავს გუნდბებს არათუ წოლსწორად ვეთამაშებოდით, არამედ არც კი გვკადრულობდნენ, არც არგენტინა.
შესაბამისად ვეთანხმები რომ რეიტინგი ასახავს გუნდის სიძლიერეს, მარგამ ამ ლოგიკით დავამარცხეთ კანადა და მასზე უკან ვართ, დავმარცხდით აშშ-სთან და მასზე წინ ვართ.
+/- 2 ქულა რეიტინგში ბევრს არაფერს ნიშნავს, ამ დიაპაზონში გუნდები ერთი დონისაა და ერთმა მოგებამ ან წაგებამ შეიძლება სრათი შეცვალოს.
მიმაჩნია რომ რიტინგში აშშ და რუმნითზე წინ ყოფნა ჯერ მათთან სტაბილურად წარმატებული თამაშით უნდა განვამტკიცოთ, კანადასთან მოვიპოვოთ უპირატესობა და გაუთანაბრდეთ იაპონიას, ფიჯის, ტონგას შემდეგ კი მივუახლოვდეთ იტალიას, არგენტინას, შოტლანდიას, სამოას...
ამაზე მეტი რესურსი ჯერ ფიზიკურად არ გვაქვს, თუმცა მგონია რომ ესეც დიდი წარმატებაა.
დღეს მუშაობა მიდის იმდენად არა რეიტინგში დაწინაურებაზე არამედ მყარი ბაზის შექმნაზე, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი მზარდი ნაბიჯებით წინ სასიარულოდ.