ქომაგთა ინიციატივა: უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის ერთა თასის მატჩისთვის, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:

"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"

ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
შეტაკებების შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაიღუპა ასამდე ადამიანი.

უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.

თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
მკითხველის კომენტარები / 83 /
რუსებს კი არა ამერიკას და ევროპას დაუფშტვინეთ ისინი არია ჩვენი რეალური მტრები, ღირსებასა და ტრადიციებს გვართმევენ. რუსებზე რო იძახით ჩვენი მტრები არიანო თურქებითააა გადატენილი მთელი საქართველო მათ არააქვთ ჩვენი ტერიტორია წაღებული? მათი არსებობის მანძილზე გვაოხრებდნენ და სარწმუნოებას გვართმევდნენ და ასეთი ხალხი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და მეჩეთებს გვიშენებდნენ.? რუსებმა ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალა ჩვენ კი... გაათახსირე მთელი საქართველო ამ მართლაც ურჯულოებმა აი რას გვიშვება ამერიკა დაევროპა.
ტორპედო
22 თებერვალი 2014 10:40
0
ხალხო გამოფხიზლდით ცოტა. უკრაინის ძახილი და თუნდაც რუსეთის ჰიმნზე სტვენა თუ უზრდელონაა, 200 წელს, სტადიონზე მიკროფონით რო დააჯინეს ტიპი და რუსებისი ყველა ჯარიმაზე ყვიროდა - "იდი ნახუი ვანიას". ეგ არ იყო უზრდელობა? ახლა გადახედეთ მაშინდელ და ახლანდელ კონტექსტს. მაშინ კიდე არ გვქონდა ასეთი დაძაბული ურთიერთობა და ასე თუ ისე კიდე არსებობდა მითი ორ რუსეთზე...
elguja
22 თებერვალი 2014 09:32
0
თავი არ მოსჭრათ ჩვენს ვაჟკაცებს, თქვე ..! დროშის ტარი სახლში დაიგემოვნეთ!
lelo
22 თებერვალი 2014 08:21
0
ჯიგრებო ვისაც გვინდა პროტესტის გამოხატვა გამოვხატოთ ჰიმნზეც და ჰიმნის მერეც!! და ვინც თვლის რო ეს უპატივცემულობაა რუსეთის მიმართ ძალიან გთხოვთ გამოხატეთ თქვენი პატივისცემა და გულზე ხელი დაიდეთ რუსეთის ჰიმნის დროს! მაგრად მაინტერესებს როგორ გამოიყურებით! ხოლო ვისაც ფეხებზე გკიდიათ იჯექით თქვენთვის და უყურეთ თამაშს!
dato
22 თებერვალი 2014 03:22
0
ვინ გამოიგონა ეს სურატი-მეტი ვერაპერი ნახეტ რომ გვაგადავოტ?

ერტი გამაგებინა ვინ აპინანსებს ცჰვენს მოტხილამურეებს-მტელი ცელი ავსტრიასჰი ვარგისჰობდნენ!!! ამდენი გაცჰირებული ხალხია და ესენი პლაზის პრენბურტელებს და მოტხილამურეებს უხდიან პულს მტელი ცელი
iveri
22 თებერვალი 2014 03:04
0
ვისაც ყვირილი,სტვენა და რუსების გინება გინდათ, მიბრძანდით იგოეთთან ა იქ იყვირეთ(4-5 კილომეტრში არიან რუსები),ხოლო თუ მაგის თავი არ გაქვთ მაშინ გაჩუმდით! თუ ვეთამაშებით, პატივიც უნა ვცეთ, თუ არა და უარი ვთქვათ მათთან თამაშზე. რაც შეეხება უკრაინის დროშებს, ვისაც უნდა წამოიღოს და აფრიალოს, ცუდი არაფერია ამაში,მაგრამ ჰიმნს და ბიჭებს პატივი უნდა ვცეთ! ვინც ამას არ იზავს ის არც ჩვენ მორაგბეებს სცემს პატივს, ხოლო ჩვენს ბიწებს არ სცემს პატივს მე მაგათი ..... დანარჩენს ალბათ მიხვდით! როდესაც რუსები გვბომბავდნენ,ამერიკა წყით გვეხმარებოდა,ევროპა აღშფოთებას გამოხატავდა,მერე ბოიკოტის მაგივრად რუსებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მისცეს ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ ამერიკელებს და ევროკავშირსაც უსტვინოთ და არა მაგათი დროშები აფრიალოთ ყოველი გამგეობის წინ......
ივერი
22 თებერვალი 2014 02:05
0
იქნებ სტადიონზე უკრაინული დროშები გაიყიდოს. ვიყიდი აუცილებლად
dd
22 თებერვალი 2014 02:00
0
იქნებ სტადიონზე უკრაინული დროშები გაიყიდოს. ვიყიდი აუცილებლად
dd
22 თებერვალი 2014 02:00
0
ვეთანხმები ამას
:კაი რა ხალხნო რაებს წერთ,სპორცმენი რა შუაშიაო,ღუსული რომანსების საღამო რა შუაშიაო,კრემლში ქართული ანსამბლის ცეკვა-ნორმალურიაო,აბა აქ პუტინი არ ცჰამოგივათ რომ უსტვინოთ და მედვედევი -პასუხი რომ მოვტხოვოთ.რა არის აქ საკამატO--რუსი ხომ არის ოკუპანტი,ჰო და რომელი პატრიოტი წამოუდგება ფეხზე ტავისი ქვეყნის დამპყრობლის დროშას და არ დაუსტვენს მის ჰიმნს.სპორტსმენი კი იმ შუაშია--რომ ის ოკუპანტი ქვეყნის შვილია და მე პატივს ვერ ვცემ მისი ქვეყნის სიმბოლიკას,იმიტომ რომ ის თურმე რომელიღაც ქართველის მეგობარია. რუსეთი მტერია---მტრის დროშასა და გერბს კი ყველა ნორმალური ერი უპატივცემულოდ ექცევა დაქ აქ ზოგიერთებმა თავი დაანებეთ ჭკუის სწავლებას. რ ე დ ა ქ ც ი ა ს!--აბა ვნახავ დღეს თუ არ დამბლოკავთ.
dd
22 თებერვალი 2014 01:58
0
ხალხო, ამდენი რამე გადავიტანეთ, ბოლო-ბოლო ჭკუა ხომ უნდა ვისწავლოთ... იგივე ხდება უკრაინაში....
geo
21 თებერვალი 2014 23:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული