ქომაგთა ინიციატივა: უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის ერთა თასის მატჩისთვის, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:

"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"

ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
შეტაკებების შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაიღუპა ასამდე ადამიანი.

უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.

თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
მკითხველის კომენტარები / 83 /
ვახო, ჯიგარო. უნსო-უნოს იბრძოდა აფხაზეთში თავის დროზე. 2008 წელს კიდე კოდორელებს კითხე ვინ გამოიყვანა ის ხალხი იქიდან. და დავწერე და ვიღაცამ მერე ზუტადაც მიუთითა ლინკი, 2008 წელს გამართული კიევის დინამო-მოსკოვის სპარტაკის სურათები დაათვალიერე. აღმოაჩენ საინტერესო რაღაცეებს... დამიჯერე...
elguja
21 თებერვალი 2014 20:58
0
გაუმარჯოს უკრაინას!გაუმარჯოს გმირ უკრაინელ ხალხს!მეც მოწმე ვარ მათი თავდადებული ბრძოლისა აფხაზეთსში.ძირს პუტინის რუსეთი.ხვალ ვინც მოვდივართ რაგბზე ვეცადოთ ყკრაინის დროშის ფერებში გამოვეწყოთ და თავზარი დავცეთ რუსებს. რუსი მ ტ ე რ ი ა! მ ტ ე რ ს კი ქართველი არც სტუმრად პატიჟებდა და არც მის სახელმწიფო სიმბოლოებს ცემდა პატივს.ამიტომაც სრულიად მისაღებია მათ ჰიმნზე სტვენა---ეს დაბალი დონის კი არა ჩვენი მტერთან შეურიგებლობის გამოხატულებაა.ფეხზე წამოდგომაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.ზოგიერთებმა უკვე დაიწყეს რუსებთან შემრიგებლური ტონით საუბარი,აქაოდა სტუმარიაო--მტერი და სტუმარი?რატომ სომხები ვერ ჩადიან აზერებთან?ან აკუბელი ბეისბოლისტების გუნდი შტატებში სათამაშოდ და რატომ ბედავენ რუსი მორეგბეები აქ ჩამოსვლას? რა რუსები ოკუპანტები აღარ არიან?ან იმ გმირების სულებს რა პასუხს ცემთ რუსემა რომ ჩახოცეს 1993-2008წლებში?სანამ ქვეყანა ოკუპირებულია,ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში სტუმრად ვერ ჩაითვლება,თუ ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს
mamulo
21 თებერვალი 2014 20:23
0
ჯიგრებო რამდენი უკრაინელი იდგა 2008 წელს იმავე მაიდანზე საქართველოს დროშით ხელში? მაშინაც ოლიმპიადა იყო და რაღაც არ მახსოვს შეშფოთების მეტი ვინმეს რამე გაემეტებინოს ჩვენთვის. ჰიმნზე სტვენა არის უკულტურობა და უცხოელ სტუმრებთან ამით ნუ იკეკლუცებთ, თქვენ გინდათ უკრაინის დროშით მიდით დინამოზე, გინდა ბანგლადეშის, მე ჩემი ქვეყნის დროშით მივალ და იმით ვიამაყებ ჩვენი ლომები დედას რო უტირებენ რუსებს, კაცურ ბრძოლაში და არა სტვენაში და მაიმუნობაში
vaxo
21 თებერვალი 2014 20:11
0
გადავიფიქრე. აღარ ვიყვირებ
თამარა
21 თებერვალი 2014 19:51
0
მივდივარ და ვიყვირებ კიდეც. იქნებ ცოტა შერცხვეთ და "უპატივცემულობაც" იგრძნონ. ევროკავშირის და ნატოს "აღშფოთება" ჰკიდიათ და ამასაც გადაიტანენ
თამარა
21 თებერვალი 2014 19:49
0
ამ ისედაც გაუნათლებელ ბავშვებს, მთლად გამოურეცხა ტვინები ნაცების პროპაგანდამ. თან თურმე ჭურნალისტებიც რომ ეთანხმებიან.
ოდალა
21 თებერვალი 2014 19:23
0
კარგი აზრია თუ ამას იზავენ, ოღონდაც არა ჰიმნის დროს. ჰიმნი მორჩეს და მერე კიბატონო. ჰიმნის დროს ყვირილი ჩვენთვისვე იქნება ცუდი.
geo
21 თებერვალი 2014 18:49
0
აქ ბევრს ლაპარაკობთ და კაცობთ 2008 ბევრი თგვენგანი იმალებოდა იცი რა არის სირცხვილი გუშინ მაღაზიაში თბილისში გამყიდველს ქართულად ვერ გავაგებინე რუსული იცოდა მხოლოდ ყველას ოჯახი მოვტ ვინც საქართველოში დაიბადა ცხოვრობს და ქართული არ იცის
dato
21 თებერვალი 2014 18:44
0
როდესაც ქართველები გამოყარეს რუსეთიდან იყვნენ რუსები რომლებმაც სტიკერები შეიბეს მეც ქართველი ვარ,თუმცა რა თქმა უნდა იმპერიული ზრახვები სჭარბობს.რაც შეეხება რაგბს,ეს მინდორზე უნდა გადაწყდეს.დ ი დ ი ა ნ გ ა რ ი შ ი თ უნდა მოვუგოთ.
gia
21 თებერვალი 2014 18:37
0
რუსეთის ჰიმნზე ერთი ამბავის ატეხვით რუსეთს ომს ვერ მოუგებ, მითუმეტეს რომ სპორტთან გვაქვს საქმე, ეს იქნება უშუალოდ იმ რუსი მორაგბეების შეურაცყოფა რომლებსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი დაუშავებიათ, ეგ კი არა 2008 წელს ომის შემდეგ რუსეთის რაგბის კავშირი ერთერთი პირველი იყო ვინც ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
დაკიდევ ამ თამაშს ირბ-ის პრეზიდენი დაესწრება და 6 ერში რო გვინდა გადასვლა ღირსეული სარაგბო გარემო და ტამაში უნდა დავახვედროთ!
zura
21 თებერვალი 2014 17:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული