ქომაგთა ინიციატივა: უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის ერთა თასის მატჩისთვის, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:

"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"

ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
შეტაკებების შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაიღუპა ასამდე ადამიანი.

უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.

თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
მკითხველის კომენტარები / 83 /
რუსი ხალხის და საზოგადოების მიერ პატივისცემის და თანაგრძნობის ფაქტები არ მახსენდება სხვა ერების მიმართ. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აქ ჩამოსულ სტუმრებს ვინც არ უნდა იყოს პატივი არ ვცეთ.
ჟორა
17:16 21-02-2014
0
რუსებს კი არა ამერიკას და ევროპას დაუფშტვინეთ ისინი არია ჩვენი რეალური მტრები, ღირსებასა და ტრადიციებს გვართმევენ. რუსებზე რო იძახით ჩვენი მტრები არიანო თურქებითააა გადატენილი მთელი საქართველო მათ არააქვთ ჩვენი ტერიტორია წაღებული? მათი არსებობის მანძილზე გვაოხრებდნენ და სარწმუნოებას გვართმევდნენ და ასეთი ხალხი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და მეჩეთებს გვიშენებდნენ.? რუსებმა ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალა ჩვენ კი... გაათახსირე მთელი საქართველო ამ მართლაც ურჯულოებმა აი რას გვიშვება ამერიკა დაევროპა.
ტორპედო
10:40 22-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული