"ბორჯღალოსნებმა" რუსების ძლევით მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდეს! [VIDEO]

AutoSharing Option
22 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის 2014 წლის ერთა თასის მესამე ტურის მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 45 ათასზე მეტი გულშემატკივრის თვალწინ, ანგარიშით 36:10 სძლია.

"დინამო არენაზე", საქართველოსა და რუსეთის ჰიმნების შესრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილე გუნდების თხოვნით, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტარტზევე მერაბ კვირიკაშვილმა შესანიშნავი გარღვევა მოაწყო მარცხენა ფლანგზე, ბურთი ფეხით გადაიგდო, მაგრამ დამიწებისას ხელიდან წინ გაუვარდა.

მე-12 წუთზე მერაბ კვირიკაშვილს ბურთის ფეხით გამოტანა სურდა, თუმცა იური კუშნარიოვმა დაუფარა და იქვე მყოფმა ანდრეი ოტროკოვმა
ლელო დადო, იური კუშნარიოვმა იოლად გარდასახა - 0:7.

მე-19 წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმა ააცილა. მანვე 21-ე წუთზე უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და გაიტანა - 3:7

28-ე წუთზე ჩვენებმა ჯარიმა აუტზე გადაიტანეს, რომელიც მოიგეს და დავით ზირაქაშვილმა საქართველოს ნაკრების პირველი ლელო დადო. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:7.

33-ე წუთზე იური კუშნარიოვმა ხელსაყრელი სიტუაციიდან საჯარიმო დარტყმა ააცილა და ანგარიშის გათანაბრების შანსი გაანიავა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა 10:7.

42-ე წუთზე რუსებმა აუტი წააგეს, ბურთი ჯაბა ბრეგვაძემ მოიპოვა და ვიტო კოლელიშვილმა ლელო დადო. კვირიკაშვილმა გარდასახა - 17:7.

52-ე წუთზე ქართველთა მორიგი შეტევა მამუკა გორგოძემ ლელოთი დაასრულა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 24:7.

57-ე წუთზე კუშნარიოვმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და სხვაობა შეამცირა - 24:10.

71-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ვეტერანმა თედო ზიბზიბაძემ მეოთხე ლელო გაიტანა და "ბორჯღალოსნებს" ბონუს ქულა მოუპოვა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ამჯერად ააცილა - 29:10.

82-ე წუთზე რუსმა მორკინალებმა რამდენჯერმე ჩაშალეს ჩვენების შეტევა და მსაჯმაც ტექნიკური ლელო დააფიქსირა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 36:10.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" 2015 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს - ისტორიაში მეოთხედ!

თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ტრიბუნიდან მოწოდებული პლაკატით, სადაც ეწერა "სოხუმი, ცხინვალი საქართველოა!", მოედანს წრე დაარტყეს.

Sportall.Ge

2014 წლის ერთა თასის მესამე ტურის სხვა მატჩებში ჩვენმა მთავარმა კონკურენტმა რუმინეთის ნაკრებმა ესპანეთს ანგარიშით 32:6 სძლია, ბელგია კი შინ პორტუგალიასთან დამარცხდა - 6:19.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" მსგავსად, მსოფლიოს თასის საგზური რუმინელებმაც გაინაღდეს და ახლა ჩვენ შორის ისაა გასარკვევი, ინგლისში პირველი ადგილით რომელი ნაკრები გაემგზავრება.

"ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასზე მორიგ შეხვედრას 8 მარტს, მადრიდში, ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ, 15 მარტს კი ტურნირში მთავარ მეტოქე რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველას ვულოცავ გამარჯვებას!
ახლა მთავარია ასევე გავავსოთ სტადიონი რუმინეთთან და ამით პატივი ვცეთ ჩვენ მებრძოლ ნაკრებს!
ქომაგი
22 თებერვალი 2014 20:58
0
ბიჭებო, როცა თქვენ გიყურებთ, ვრწუნდები, რომ მშიშრები და მუხლ აკანკალებული ერი არ ვართ და ადრე თუ გვიან სხვა სახეობებსაც გადაედებათ თქვენი გმირული ხასიათი. მოგება, ყველა გასახარი, მაგრამ როცა წაგებით დაწყებულ შეხვედრას აბრუნებ, ქარტულად რომ ვთქვათ, ნამდვილი ვაჟკაცი ხარ, ესე იგი დარწმუნებული ხარ საკუთარ ძალებში.ეეჰ გვყავდა ასეთი გუდი 70-იანი და 80-იანი წლების დასაწყისში. ბიჭებო ღმერთმა დაგლოცოთ დიდი ოჯახებით და გაგაძლიეროთ, მამა გაბრიელის მადლი შეგწეოდეთ!
gizog
22 თებერვალი 2014 20:48
0
ჯიგრები ხართ ბიჭებო,სულ გამარჯვებულებს გევლოთ თქვენ შემოგევლეთ,საქრთველოს გახარებისთვის!!!!!!!!!!!!********
****
22 თებერვალი 2014 20:13
0


თქვენი გამარჯვებები , ერის გამარჯვებების საწინდარია ერის ღირსეულო შვილებო!!!

glaxuna
22 თებერვალი 2014 20:12
0
რა ვთქვა არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის .გმირები ხართ
vazha
22 თებერვალი 2014 20:10
0
ბიჭებო გენაცვალეთ,გაიხარეთ ქართველი ერის გახარებისთვის.
qarTveli
22 თებერვალი 2014 19:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული