საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ირლანდიასთან განადგურდა

AutoSharing Option
16 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად ირლანდიასთან "ავივა სთედიუმზე"  ტესტ-მატჩი გამართა.

პირველი 5 წუთი მატჩი "ბორჯღალოსნების" შეტევებში ჩაიარა. მე-6 წუთზე კი მერაბ კვირიკაშვილს საჯარიმოს დარტყმის საშუალება მიეცა, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა, რასაც უკვე მე-12 წუთზე ირლანდიელების ზუსტი ჯარიმა მოჰყვა.

მე-17 წუთზე კი ირლანდიელები ლელოს დადებასთან ახლოს იყვენენ, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ამის ნება არ მისცეს და მეტოქე მხოლოდ ჯარიმას დასჯერდა, 6:0 ირლანდიის სასარგებლოდ.

21-ე წუთზე ირლანდიას კიდევ ერთხელ მიეცა საჯარიმო დარტყმის უფლება, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ "სამყურებმა" მორიგი სამი ქულის ჩაწერა
ვერ მოახერხეს.

ტაიმის მიწურულს იან მადიგანმა სამი ქულა მოუტანა ირლანდიის ნაკრებს და საბოლოოდ პირველი ტაიმი ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 9:0 დასრულდა. სამწუხაროდ არბიტრმა ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოედნიდან გიორგი ბეგაძე გააძევა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში ირლანდიელებმა ლელოს დადება მოახერხეს. ლელოს ავტორი დეივ კილკოინი გახდა, მადიგანმა კი გარდასხვა ზუსტად შეასრულა - 16:0.

50-ე წუთზე "სამყურებმა" მეორე ლელო დაგვიდეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოაყოლეს - 23:0.

56-ე წუთზე ლელოს დადება ამჯერად საქართველოს ნაკრებმა შეძლო. ლელოს ავტორი გიორგი ნემსაძე გახდა, ამას დამატებული ზუსტი გარდასახვა და "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 23:7.

სამწუხაროდ უკვე 61-ე წუთზე ირლანდიელებმა მესამე ლელო დაგვიდეს. ამჟამად თავი სიმონ ზებომ გამოიჩინა. მადინგანმა გარდასახვა ამჯერადაც  ზუსტად შეასრულა 30:7.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებიდან არბიტრმა 61-ე წუთზე დიმიტრი ბასილაია გააძევა. ამას მოჰყვა ლაშა მალაღურაძის მძიმე ტრავმა და "ბორჯღალოსნები" მოედანზე 13 კაცით დარჩნენ.

ირლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობა ბოლომდე გამოიყენეს და 67-ე წუთზე ლელოს დადება ფელიქს ჯოუნსმა შეძლო 35:7.

71-ე წუთზე ფელიქს ჯოუნსმა მეორე ლელოს დადებაც შეძლო, რასაც მადიგანმა ზუსტი გარდასახვა მოაყოლა - 42:7.

73-ე წუთზე მორიგი ლელო სტიუარტ ოლდინგმა დადო, ამას დამატებული მადიგანის გარდასახვა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 49:7, მასპინძელთა სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" მორიგ ტესტ-მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრებთან გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
არავინ არ განადგურებულა!
ბიჭებმა ღირსეულად იბრძოლეს, დიდი მადლობა მათ!
გასვლაზე , მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა გვაჯობა, თანაც აშკარა უპირატესობა ქონდათ მხოლოდ მაშინ როცა კაცნაკლულები ვიყავით.
ფერნანდო
18:26 17-11-2014
0
წავაგეთ,მაგრამ მაინც ვამაყოფთ ჩვენი ბიჭებით,კარგი ნაკრებით და დარწმუნებული ვარ წინ გველის გამარჯვებები ამ დონის გუნდებთან........ყველა ქართველს ვუსურვებ რაგბისნაირ ფეხბურთის ნაკრებს:)
goga
20:28 16-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული