სამწუხაროდ მატჩის მეორე წუთზე დაშავდა ჩვენი ნაკრების კაპიტანი დავით კაჭარავა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მის ნაცვლად მოედანზე გიორგი აფციაური შევიდა.
მე-13 წუთზე შალვა მამუკაშვილმა ლელოს დადება შეძლო და "ბორჯღალოსნები" დააწინაურა - 5:0. სამწუხაროდ მერაბ კვირიკაშვილმა გარდასხვა ვერ გაიტანა.
22-ე წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" მოლის მიწოლის დროს საჯარიმო ლელო მოიპოვეს, რასაც კვირიკაშვილის ამჯერად ზუსტი გარდასახვა მოჰყვა -12:0.
იაპონელებმა სხვაობის შემცირება 28-ე წუთზე ჯარიმის წყალობით შეძლეს - 12:3. სულ
ტაიმის მიწურულს კვირიკაშვილმა ლელოს გატანა შეძლო და ანგარიში 17:10 გახადა. სამწუხაროდ მან გარდასახვა კვლავ არაზუსტად შეასრულა.
პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 17:10 დასრულდა.
შეხვედრის 53-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნების" უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა - 20:10.
სულ რამდენიმე წუთში ლელოს დადება ლაშა ხმალაძემ მოახერხა 25:10. სამწუხაროდ კვირიკაშვილს დარტყმების მხრივ თამაში ვერ წაუვიდა და გარდასახვა ამჯერადაც გააცუდა.
68-ე წუთზე ლელოს დადება უკვე იაპონელებმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ 69-ე წუთზე არბიტრმა ლევან შარიქაძის ლელო გააუქმა, რომელიც თავადვე ჩათვალა, თუმცა ვიდეო-რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა.
უკვე 72-ე წუთზე ჯარიმის ზუსტად შესრულება კვირიკაშვილმა შეძლო და ანგარიში 28:17 გახადა.
76-წ წუთზე ლელო ბექა წიკლაურმა მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მოაყოლა - 35:17.
79-ე წუთზე ლელო იაპონელებმა დადეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 35:24.
საბოლოოდ შეხვედრა "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 35:24 დასრულდა.