"ბორჯღალოსნების" კაპიტნის ვინაობა გერმანიასთან მატჩში ცნობილია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებს" გერმანიის ნაკრებთან "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ შეხვედრაში შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა დღეს მიიღო, რომლის მიხედვითაც, 7 თებერვალს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ "ბორჯღალოსნებს" მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი გაუძღვება.

აქამდე სუთიაშვილმა ნაკრებს ორჯერ, შარშანდელ თბილისის თასზე ესპანეთისა და იტალია A-ს წინააღმდეგ მატჩებში უკაპიტნა. მას მოხვეჭილი აქვს 43 ბორჯღალი, ხოლო სანაკრებო დებიუტი 2005 წლის 12 ნოემბერს ჩილეს წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

გერმანია-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველო
15. გიორგი აფციაური, 14.
ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე 20. დიმიტრი ბასილაია, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
გერმანელები: საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვების შანსი არ გვაქვს, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 1 /
უჩვენებს ტელევიზია?
pele
09:42 07-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული