მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგვთავაზებს.
გამგზავრებამდე, მატჩამდე 48 საათით ადრე, ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა დაასახელა:
უკანა ხაზი
მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვაჟა ხუციშვილი.
შერკინება
მიხეილ ნარიაშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა,
მარქაფა
გიორგი აფციაური, ალექსანდრე ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე, სიმონ მაისურაძე, კახა ასიეშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე.
მილტონ ჰეიგმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ესპანეთთან თამაში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ისინი რუმინეთის შემდეგ ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიგვაჩნია, რასაც გუნდი თავიდან ბოლომდე ითავისებს.
მიმაჩნია, რომ მოცემულ მდგომარეობაში ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და მეტად მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვანახოთ".