"ბორჯღალოსნები" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 9 მარტს შეიკრიბნენ და მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.
საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაფართოებული, 29-კაციანი სია გააცხადა. გუნდში ახალი არავინაა. ტრავმები მოიშუშეს და ნაკრებს დაუბრუნდნენ მამუკა გორგოძე (ტულონი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და ვახტანგ მაისურაძე (ალბი).
გამოძახებულთა შორისაა ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე (ყოჩები), რომელსაც წინა ტურში, ესპანეთთან მატჩში არ უთამაშია.
"ბორჯღალოსნებს" ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან: შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე),
"რუსეთის ნაკრებთან თამაში ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ.
წინა უქმეებზე მათ გამარჯვება მოიპოვეს რუმინეთთან და ახლა ნამდვილად თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. სასურველი შედეგის მისაღწევად 14 მარტს 100 პროცენტით მომზადებულები უნდა დავუხვდეთ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მატჩი გველის", - თქვა მილტონ ჰეიგმა.
გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმაც. ჩვენი მეტოქის გუნდში რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ოთხი კლუბის, კრასნოიარსკის "ენისეის", კრასნოიარსკის "კრასნი იარის", მონინოს "ვვას" და მოსკოვის "სლავას" მორაგბეები მოხვდნენ.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა "მესხის" სალაროებში შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია.
საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე - ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: თამაზ მჭედლიძე (აჟენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).
რუსეთი
სერგეი ნოვოსელოვი, სტანისლავ სელსკი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, დიმიტრი კროტოვი, ალექსეი შერბანი, რამილ გაისინი, იური კუშნარიოვი, დიმიტრი გერასიმოვი, იგორ კუშნარიოვი, პაველ ბუტენკო, ნიკიტა ილენკო, ნიკოლაი სერკოვი (ყველა - ენისეი), ანდრეი გორბუზოვი, ვიქტორ გრესევი, რუშან იაგუდინი, ანტონ რიაბოვი, ვასილი არტემევი, ანდრეი ოტროკოვი, ვლადიმირ რუდენკო, ევგენი კოლომიიცევი (კრასნი იარი), ალექსეი ვოლკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, სეგეი სეკისოვი, ალექსეი პანასენკო, არტიომ ფატახოვი, მიხაილ ბაბაევი (ყველა - ვვა), ანდრეი იგრეცოვი, დენის ანტონოვი (სლავა).
რაგბი ევროპის ჩემპიონატი. IV ტური
14 მარტი
საქართველო-რუსეთი
პორტუგალია-ესპანეთი
გერმანია-რუმინეთი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +74 1 13
2. რუმინეთი 3 2 0 1 +45 3 11
3. რუსეთი 3 1 0 2 +4 1 9
4. ესპანეთი 3 1 0 2 -11 1 5
5. პორტუგალია 3 1 0 2 -24 1 5
6. გერმანია 3 0 0 3 -88 0 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
და მამუკა გიორგაძე გორგოძილა გულივერას გაუმარჯოს!!!
ძალიან მიხარია, რომ დაბრუნდა!!!
აბა, მიდით ბიჭებო და სტადიონზე ვიქნები თქვენს გვერდით!
რუსებო, ე მანდ ლელო არ დადოთ და არ გააბრაზოთ ჩვენები თორემ მოგიხნავენ მინდორ – ველებს!!!