მილტონ ჰეიგი: თუ რუმინეთთან ამდენ დერეფანს გავაფუჭებთ, გაგვიჭირდება

AutoSharing Option
14 მარტს, მიხეილ მესხზე, რუსეთის მორაგბეთა ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ვაკის სტადონზე გამართულ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 33:0 დაამარცხა.

ახალზელანდიელი სპეციალისტის თქმით, ამ თამაშში ქართველმა მორაგბეებმა გამარჯვება გამოცდილებისა და კლასის შედეგად მოიპოვეს.

"ჩვენი მოწინააღმდეგე ძლიერი გუნდია და დღესაც კარგად ითამაშა. ჩვენ კლასითა და გამოცდილებით მოვიგეთ. ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა, რომლითაც გახარებულები ვართ. რუმინეთთან უკეთესად ვითამაშებთ", - განაცხადა ჰეიგიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების დღევანდელ თამაშში
იყო პრობლემები, რაც, პირველ რიგში, არათანმიმდევრულ თამაშს უკავშირდება.

"პირველ ტაიმში არცთუ კარგად ვითამაშეთ. არასწორად და არათანმიმდევრულად ვმოქმედებდით. ასე კი, ძნელია უპირატესობა მოიპოვო მეტოქეზე.

გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩვენი სუსტი წერტილია დერეფნის მოგებაც. ამაზეც სამუშაო გვაქვს და თუ რუმინეთთან ამდენი დერეფანი გავაფუჭეთ, გაგვიჭირდება მოგება", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

კაპიტნის, შალვა სუთიაშვილის განცხადებით კი, პირველმა ტაიმმა ჩაიარა ემოციურ ფონზე, რამაც განაპირობა არცთუ კარგი თამაში.

"ცოტა მოთმინება გვაკლდა, ემოციური ფონი იყო. ვეთამაშებოდით რუსეთს. ამდენი გულშემატკივრის წინაშე, ემოციური ფონის გამო ვერ დავიწყეთ თამაში კარგად. ამიტომ, მატჩის ბოლოს ემოციურმა ფონმა გადაიარა და უკვე კარგად ვითამაშეთ. ამას ადასტურებს მატჩის ბოლო 20 წუთი", - განაცხადა სუთიაშვილმა.

ასევე იხილეთ:
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი "ნულზე" დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთელებს აყურებინეთ რააა
0
მთელ საქართველოს ვულოცავ გამარჯვებას! დერეფანს რაც დავაკვირდი უმეტესად ცდილობდნენ ბოლო კაცზე აგდებას, რადგანაც მალევე გაეშალათ თამაში ხაზის მოთამაშეებზე! ეს ერთერთი ზელანდიური ტაქტიკაა!
otari
22:04 15-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული