საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად რუმინეთთან "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეხუთე ტურის მატჩი გამართა და მეტოქე ანაგრიშით 15:6 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრების ძლევით "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულები გახდნენ და ამასთან, ანთიმოზ ივერიელის თასი (მეცხრედ) მოიპოვეს, რომელიც ტრადიციულად, ამ ორ ნაკრებს შორის თამაშდება ხოლმე.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა რუმინელებმა ჯარიმით შეძლეს - 3:0. მე-18 წუთზე გათანაბრება ასევე ჯარიმით მერაბ კვირკიკაშვილმა მოახერხა - 3:3.

30-ე წუთზე კვირიკაშვილმა ზუსტი ჯარიმით "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა - 3:6.

მალევე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კვირიკაშვილმა
ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3:9 გახადა.

მეორე ტაიმის განახლების შემდეგ კვირიკაშვილმა მორიგი სამი ქულა მოუტანა ნაკრებს და "ბორჯღალოსნების" უპირატესობა გაზარდა - 3:12.

62-ე წუთზე კვირიკაშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 5 წუთში რუმინელებმაც მოიპვეს 3 ქულა ჯარიმიდან - 6:15.

საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" შეხვედრა ანგარიშით 15:6 მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეხლა მთავარია რეიტინგში იტალიას გადავასწროთ რომ 6 ერში ჩვენს მიღებაზე იფიქრონ... არადა ძალიან ახლოს ვართ
giorgi
10:28 22-03-2015
0
როგორ არ ვიამაყოდ თქვენით?ეს უბრალო მოგება არაა,ეს არის იმედი ხვალის და კიდევ იმის, რომ რაღაცას წარმოვადგენთ ამ ქვეყნად! უღრმესი მადლობა,გაიხარეთ!!!!!!!!!
Shota
03:43 22-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული