"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრების ძლევით "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულები გახდნენ და ამასთან, ანთიმოზ ივერიელის თასი (მეცხრედ) მოიპოვეს, რომელიც ტრადიციულად, ამ ორ ნაკრებს შორის თამაშდება ხოლმე.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა რუმინელებმა ჯარიმით შეძლეს - 3:0. მე-18 წუთზე გათანაბრება ასევე ჯარიმით მერაბ კვირკიკაშვილმა მოახერხა - 3:3.
30-ე წუთზე კვირიკაშვილმა ზუსტი ჯარიმით "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა - 3:6.
მალევე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კვირიკაშვილმა
მეორე ტაიმის განახლების შემდეგ კვირიკაშვილმა მორიგი სამი ქულა მოუტანა ნაკრებს და "ბორჯღალოსნების" უპირატესობა გაზარდა - 3:12.
62-ე წუთზე კვირიკაშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 5 წუთში რუმინელებმაც მოიპვეს 3 ქულა ჯარიმიდან - 6:15.
საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" შეხვედრა ანგარიშით 15:6 მოიგეს.