მატჩის პირველ ნახევარში მერაბ კვირიკაშვილმა სამიდან სამი ჯარიმა გაიტანა, მასპინძლებმა კი, საწყის წუთებზე შეძლეს 3 ქულის გაკეთება, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუმინელმა მგეზავმა ამის შემდეგ კიდე სამჯერ სცადა ბედი, მაგრამ ანგარიში ვერ გაზარდა.
მეორე ნახევარში კვირიკაშვილს ჩუბინობამ არ უმტყუნა და ქართველთა მონაგარს კიდევ ორი ჯარიმა შემატა. ერთი ჯარიმაც მასპინძლებმა გაგვიქვითეს და შეხვედრა 15:6
ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ევროპის ერთა თასი) მერვედ მოიგეს, რუმინეთის ნაკრებს მეათედ სძლიეს, ხოლო ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრედ დაეუფლნენ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი. V ტური
რუმინეთი-საქართველო 6:15
5ჯ: კვირიკაშვილი
2ჯ: კალაფეტეანუ, დუმბრავა.
საქართველო: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე (21 გიორგი ბეგაძე 70).
1 მიხეილ ნარიაშვილი (17 კახა ასიეშვილი 62), 2 ირაკლი ნატრიაშვილი (16 ზურაბ ჟვანია 58), 3 დავით ზირაქაშვილი (18 ლევან ჩილაჩავა 62); 4 გიორგი ნემსაძე სბ 29 (19 ლევან დათუნაშვილი 58), 5 კოტე მიქაუტაძე; 6 შალვა სუთიაშვილი^კაპ (20 ლაშა ლომიძე 67), 7 გიორგი თხილაიშვილი (23 ბექა ბიწაძე 60), 8 მამუკა გორგოძე.
არ შესულა: 22 გიორგი აფციაური.
მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით.