მილტონ ჰეიგმა "თბილისის თასი 2015"-ისთვის "ბორჯღალოსნების" რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
რვა დღეში საქართველოს დედაქალაქი სარაგბო ციებ-ცხელების ესტაფეტას რუსთავისგან გადმოიბარებს და "მსოფლიო რაგბის" "თბილისის თასის" წლევანდელი გათამაშების ფერხულში ჩაებმება.

13, 17 და 21 ივნისს ტურნირს, ტრადიციულად, ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს.

ტურნირი ზედიზედ მესამედ იმართება. პირველ გათამაშებაში სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო 15-ეულმა იმარჯვა, შარშან არგენტინელმა "იაგუარებმა" იყოჩაღეს, ხოლო წელს თასის მოსაპოვებლად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ურუგვაის ეროვნული ნაკრები, მზარდი ირლანდიისა და მზარდი იტალიის ნაკრებები შეეჯიბრებიან.


"თბილისის თასი" განვითარებაზე ორიეტირებული ტურნირია, რომელსაც "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ
ეტაპად განიხილავს. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ტურნირისთვის ჯერ 26 მორაგბეს უხმო, ხოლო დარჩენილ ერთ მოთამაშეს "მზარდი საქართველოს" 2-მატჩიანი სერიის დასრულების შემდეგ დაასახელებს.

"ვაპირებთ მზარდი საქართველოს სელექციაში მოხვედრილ ბიჭებზე დაკვირვებას. რა თქმა უნდა, გარანტიას არავის ვაძლევ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ნაკრებშიც არანაკლებ ძლიერი მოთამაშეები გვყავს.

მათ მიიღეს შანსი და ახლა მათზეა დამოკიდებული, რამდენად გაამართლებენ მოლოდინს და რა დონეზე ითამაშებენ.

ჩვენი მთავარი ამოცანაც იმაში მდგომარეობს, რომ თუ "მზარდი საქართველოს" ბიჭები კარგად ითამაშებენ, ჩვენ მათგანაც ავარჩევთ რამდენიმეს", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

"თბილისის თასის" სატურნირო რაზმში რამდენიმე ისეთ მორაგბეს ვიხილავთ, ვისაც ტრავმების გამო დიდი ხნის განმავლობაში არ ეთამაშათ ეროვნულ ნაკრებში - ჯაბა ბრეგვაძეს, ვასილ კაკოვინს, ვიქტორ კოლელიშვილსა და დიმიტრი ბასილაიას.

"წელს ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მსოფლიო თასისთვის ვარჩევთ მოთამაშეებს. ამ გათამაშებაში საშუალება გვეძლევა, ვიხილოთ ტრავმების გამო დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაბრუნებული მოთამაშეებიც.

ასევე, ეს შანსია ისეთი მოთამაშეებისთვისაც, რომელთა შესაძლებლობებიც ჩვენთვის ბოლომდე არ არის ნათელი, ეს ტურნირი კი საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ისინი და ზოგიერთი მათგანი მსოფლიო თასის სატურნირო, 36-კაციან განაცხადშიც კი მოვიაზროთ.

დავუძახეთ რამდენიმე მოთამაშეს, რომელთა ნახვასაც განსაკუთრებით ველოდებით, მაგალითად, ტალახაძესა და ფრუიძეს - მაინტერესებს, გაწვდება თუ არა მათი ძალები მსოფლიო თასისთვის შესარჩევი ნაკრების მოთხოვნებს", - დასძინა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა.

საქართველოს ნაკრები:
ხაზი: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (აია), მურაზ გიორგაძე (არმაზი), ალექსანდრე ხუციშვილი (ბოლნისის ყოჩები), გიორგი ფრუიძე (აია), რევაზ გიგაური (მონლუსონი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენსი), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ბოლნისის ყოჩები)

შერკინება: ჯაბა ბრეგვაძე (ბოლნისის ყოჩები), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ვასილ კაკოვინი (ტულუზა), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული