28 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში პირველი საკონტროლო მატჩი გამართა პრემიერშიფის "ნიუკასლ ფალკონზთან" და 7:27 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგის გუნდი მსოფლიოს თასისთვის ემზადება.
პირველი ტაიმი "ნიუკასლმა" 5:0 იმარჯვა. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში ინგლისელებმა კიდევ უფრო დაჯაბნეს ჩვენი გუნდი და საბოლოოდ 27:7 გაიმარჯვეს.
ქართველთა ერთადერთი ლელო მეორე ტაიმის შუაშია მამუკა გორგოძის ანგარიშზეა.