საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კანადასთან დამარცხდა

AutoSharing Option
2 სექტემბერს ინგლისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, ჩვენი მეტოქე კანადის ნაკრები იყო, შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 15:16 დათმო.

შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ დაპირისპირებაში მილტონ ჰეიგის გუნდი 7:27 დამარცხდა "ნიუკასლ ფალკონზთან", მაშინ ქართველთა ერთადერთი ლელო მამუკა გორგოძემ გაიტანა.

კანადასთან მატჩის მე-8 წუთზე მეტოქემ ლელო დადო და გარდასახა - 0:7. მე-10 წუთზე ამას ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით უპასუხა - 3:7. მე-18 წუთზე რაქში დავჯარიმდით და კანადამ ჯარიმა გამოიყენა - 3:10.

25-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა ლელო დადო, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა -
10:10. მალევე კანადელები ჯარიმით წინ გავიდნენ და ტაიმიც ასე მორჩა - 10:13.

45-ე წუთზე კანადელებმა საჯარიმო გაიტანეს - 10:16. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლელო წიკლაურმა გაიტანა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გარდავსახეთ - 15:16.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კანადა,აშშ,იაპონია, ფიჯი - ჩვენზე არანაკლები (ზოგიერთ კომპონენტში უკეთესიც)გუნდები არიან. რეიტინგი მაინც დროებითი და მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული შეფასებაა. ამიტომ დიდად არ უნდა გაგვიტაცოს. მიუხედავად ამისა კანადასთან წაგება მაინც გულდასაწყვეტია. შემადგენლობა არ ვიცი,თამაში არ მინახავს რომ პოზიტივები გვენახა, ტენდეციები შეგვენიშნა. ფაქტია იციან რასაც აკეთებენ და ვნახოთ.... მაგრამ დიდი მოლოდინები ტონგასთან და არგენტინასთან რატომ გვაქვს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ალბათ ისიც კი უკვე მიღწევაა ასე რომ ვფიქრობთ და გარკვეული საფუძველიც გვაქვს. განვითარებას კი დრო უნდა, ეს ჩვენზე კარგად ბიჭებმა იციან, ამ თავდადებულმა ბიჭებმა. ვუგულშემატკივროთ და ყოველგვარ სიტუაციაში მხარში ვუდგეთ ამ ვაჟკაცებს. გამარჯვებაა უკვე ის, რომ ასეთ პათოსს მომავალ თაობებს გადასცემებ და ეს არის განვითარების გზა, სულ გამარჯვებები კი ვერ ექნება ვერც ახალ ზელანდიას და მითუმეტეს ვერც საქართველოს
Rezo110
10:10 03-09-2015
0
გადახედეთ შემადგენლობას და მიხვდებით რომ ცალსახად საგამოცდო მატჩი იყო, რომელშიც ყველა რეზერვისტი იქნა გამოყვანილი. რეიტინგში 1 ქულით წაგებ-მოგება არაფერს ცვლის. და თან მსოფლიო თასზე მოგება გაცილებით მეტად ფასობს (რეიტინგის თვალსაზრისითაც) ვიდრე ტესტებზე. ინგლისის ჩემპიონშიფის საკლუბო გუნდთან წაგება, რომლის მოთამაშეები წლებია ერთად თამაშობენ, ბუნებრივია უფრო მოსალოდნელი იყო ვიდრე ნაკრებებთან.
irakli apkhaidze
10:06 03-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული