საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კანადასთან დამარცხდა

AutoSharing Option
2 სექტემბერს ინგლისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, ჩვენი მეტოქე კანადის ნაკრები იყო, შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 15:16 დათმო.

შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ დაპირისპირებაში მილტონ ჰეიგის გუნდი 7:27 დამარცხდა "ნიუკასლ ფალკონზთან", მაშინ ქართველთა ერთადერთი ლელო მამუკა გორგოძემ გაიტანა.

კანადასთან მატჩის მე-8 წუთზე მეტოქემ ლელო დადო და გარდასახა - 0:7. მე-10 წუთზე ამას ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით უპასუხა - 3:7. მე-18 წუთზე რაქში დავჯარიმდით და კანადამ ჯარიმა გამოიყენა - 3:10.

25-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა ლელო დადო, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა -
10:10. მალევე კანადელები ჯარიმით წინ გავიდნენ და ტაიმიც ასე მორჩა - 10:13.

45-ე წუთზე კანადელებმა საჯარიმო გაიტანეს - 10:16. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლელო წიკლაურმა გაიტანა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გარდავსახეთ - 15:16.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ესენი აპირებენ ტონგის დამარცხებას??ეგ კი არა ნამიბიამ არ დაგვაყენოს კუთხეში ამნაირი თამაშით.
lasha
00:44 03-09-2015
0
ესაა ჰეიგის საუკეთესოდ მომზადებული ნაკრები???არ დამიწქყოთ ეხლა ვარჯიშია და წაგებას არაუშავსო.სიმწრით მოგროვილ სარეიტინგო ქულებს რომ ვკარგავთ ამას რა ვუყოთ.არა მგონია ტონგას და არგენტინას ასეტი ტამასჰიტ მოვუგოთ.ღმერთმა ქნას ვცდებოდე,მაგრამ თანდათან იმედი მეკარგება.
mamulo
01:00 03-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული