მამუკა გორგოძე: ჩვენს ისტორიაში ეს საუკეთესო გამარჯვება იყო

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ტონგასთან (17:10) მსოფლიოს თასი მატჩის შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრა.


- რაზმში გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი..
- დღევადელ შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე იყო და ვფიქრობ ვერავინ შეამჩნევდა მათ გამოუცდელობას და ვერ გამოყოფდა ბევრად უფრო გამოცდილი მორაგბეებისგან, რადგანაც 100%ით დადეს თავი. ყველამ ერთნაირად კარგად ითამაშა, საერთო მიზნით.

- მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს...
- არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მე გუნდის კაპიტანი ვიყავი და მატჩის მორაგბედ ამიტომაც დამასახელეს, დღეს
ყველა მოთამაშე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ტონგა ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. ყოველთვის კარგ თამაშს გვთავაზობს, დღეანდელი დღეც საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის.

- რას ნიშნავს ეს მოგება ქართული რაგბისთვის…
- ვფიქრობ, ეს ჩვენს ისტორიაში საუკეთესო გამარჯვება იყო, რადგანაც პატარა გუნდი ვართ. მართალია, გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ძლიერ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ მსგავსი მოგება არასდროს მოგვიტანია ქვეყნისთვის.

- შეგმდეგი მატჩი არგენტინის წინააღმდეგ…
- ისინი ფავორიტები არიან. შერკინებაში არგენტინა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ისტორია. ყველაფერს თამაშის შემდეგ ვიტყვი. არგენტინა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ურთულესი თამაში გველის მათთან. დარწმუნებული ვარ, რომ "ბორჯღალოსნები" მოედანზე მაქსიმუმს გააკეთებენ.

- ბევრი ქართველი ქომაგი შეგროვდა ქინგსჰოლმზე...
- ჩვენმა გულშემატკივრება ამ გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულეს. ისინი დღეს მე-16 "ბორჯღალოსნები" იყვნენ.

ფოტოს ავტორი: Martin Seras
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი არის წლის ყველაზე დიდი სპორტული მოვლენა და ეკუთვნის მეტი ყურადღება. მთელი საქართველო უყურებს და თუნდაც სამხ.აფრიკა – იაპონიის შეხვედრის შესახებ არ უნდა იწერებოდეს რაიმე?
გიორგი
11:58 21-09-2015
0
ვინმე ელოდა იაპონიის მოგებას სამხრეთ აფრიკასთან?))) ყველაფერი შეიძლება მოხდეს
levani
11:33 21-09-2015
0

სიახლეები პოპულარული