ცვლილებების დროა, სისტემა უნდა შეირყეს! [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ნიჟარაძე ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწაზე

გუშინ, 22 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ისვენებდა. მილტონ ჰეიგმა გუნდს სულის მოთქმის, ტრავმების მოშუშების საშუალება მისცა.

დღეს "ბორჯღალოსნები" საღამოს ვარჯიშის შემდეგ აიბარგებიან და ისევ ჩეთლემში დაიდებენ ბინას. ხვალ კი გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" კაპიტნის ვარჯიშია.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის მორიგი მეტოქე არგენტინის ნაკრებია, რომელმაც პირველ ტურში ახალი ზელანდის ეროვნულ გუნდთან წააგო.

* * *
"კინგსჰოლმზე", სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ახალი ისტორიის წერა დაიწყო, რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძეც იმყოფებოდა, რომელიც, ცხადია,
მოგებული მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწაზე.

მაშინ, იმ წუთებში ყველამ, ქომაგებმა, მორაგბეებმა, ოფიციალურმა პირებმა და ქართველმა ჟურნალისტებმა უდიდესი სიხარული განვიცადეთ. ყველა ძალიან ამაყი და ბედნიერი იყო ჩვენი ბიჭების გარჯით. ეს ის წუთებია, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს გავიწყდება. აბა, მაშინ კომენტარისთვის ვის ეცალა.

გიორგი ნიჟარაძე მსოფლიოს რაგბის სპეციალური პროგრამითაა მიწვეული მსოფლიოს თასის გათამაშებაზე და ლონდონში თავის კოლეგებთან, სხვა ქვეყნების რაგბის კავშირების პრეზიდენტებთან ერთად იმყოფება. მას სასაუბროდ სწორედ ლონდონში დავუკავშირდით.

- საქართველოს ნაკრებმა თავისზე ძლიერ მეტოქეს მოუგო. კონკრეტულად ამ თამაშისთვის უზარმაზარი სამუშაო იყო ჩატარებული. ტონგასთან მატჩისთვის მზადება წელიწად-ნახევრის წინათ დავიწყეთ. მაშინ დეტალურად, წვრილად იყო გაწერილი პროგრამის ყველა ნიუანსი.

თავდადებული შრომის და ბრძოლის შედეგად ჩვენ შევძელით ძლიერი გუნდის დამარცხება. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები. ეს არის ის, რისთვისაც ვშრომობთ, ვიბრძვით, - გავახაროთ რაგბის ქომაგები და არა მარტო ისინი. ეს არის ჩვენი მორაგბეების რამდენიმე თაობის ძალისხმევის შედეგი.

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ეს გამარჯვება?
- ერთადერთი სწორი სტრატეგია იყო გაუვალი დაცვის ხაზის შექმნა. მაქსიმალურად სუფთად, ჯარიმების გარეშე თამაში, სტატიკურ მდგომარეობებში უპირატესობის მოპოვება. მატჩის ბოლო წუთები უმძიმესი იყო ჩვენი გუნდისთვის. სწორედ ამ დროს გამოჩნდა, რომ აქცენტი მსოფლიოს თასისთვის მზადებისას ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე სწორად იყო გაკეთებული. მსგავს თამაშში ორი წლის წინათ აუცილებლად წავაგებდით. ამჯერად კი, კარგი ფიზიკური მომზადების ხარჯზე, თავგანწირვით, ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარულით ბიჭებმა შეძლეს სასურველი ანგარიშის შენარჩუნება.

უნდა აღვნიშნო ასევე კარგი მსაჯობა. პირველად ვნახე, როცა არბიტრმა ჩვენი თამაში არ გააფუჭა, არ დაგვჩაგრა. ნაიჯელ ოუენსი მართლაც საუკეთესოა დღეს მსოფლიოში.

ცალკე ხაზგასმის ღირსნი არიან გულშემატკივრები. ასეთი ქომაგობა არასდროს მინახავს. ემოციურად ის შეიძლება ტრაბზონში რუსებთან გამართულ მატჩს შეადარო. თუმცა, ტრაბზონი იქვე, ახლოსაა. აქ კი შორს, ინგლისში შესანიშნავი საზოგადოება შეიკრიბა. მათ ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნეს ქალაქის ქუჩებში როგორც მატჩის წინ, ისევე თამაშის მსვლელობისას.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საქართველოში იყო და გულმხურვალედ გვქომაგობდა. ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილად იგრძნეს, რომ სამშობლო მათთან არის.

არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო მამუკა გორგოძის კაპიტნობა. როგორ ამხნევებდა, წინ მიუძღოდა ბრძოლაში ბიჭებს. მან და თითოეულმა მორაგბემ შესანიშნავად ითამაშეს. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, სიმბოლურ ნაკრებში რომ ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე მოხვდა. ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.

- ჩვენი შემდეგი მეტოქე არგენტინის ნაკრებია, რომელსაც ქართველი მორაგბეები კარგად იცნობენ. როგორია "ბორჯღალოსნების" შანსი მათთან მატჩში?
- არგენტინის ნაკრები ტონგაზე ძლიერი გუნდია. "პუმებმა" შესანიშნავად ითამაშეს ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ. თუმცა ტონგასთან გამარჯვების შემდეგ ბიჭები მოტივირებულნი არიან. იაპონიამ რაც გააკეთა, ეს მათ კიდევ დამატებით სტიმულს აძლევს.
ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი კარგად იცნობს არგენტინის ნაკრებს, გვაქვს მათთან თამაშის გამოცდილება. ასე, რომ ეს თამაში როგორ დამთავრდება, არავინ იცის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ დიდი რაგბის თამაში შეგვიძლია.

- ლონდონში თქვენს კოლეგებთან ერთად იმყოფებით. რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ტონგასთან?
- თამაში ის იყო, დამთავრდა, პირველმა მსოფლიოს რაგბის პრეზდენტმა ბერნარ ლაპასემ დამირეკა და მომილოცა. გამოხმაურება ძალიან დიდია, კარგი პრესა გვაქვს. ქუჩაშიც, საქართველოს ნაკრების ფორმით რომ დავდივარ, მაჩერებენ, მეკითხებიან, მილოცავენ. გულწრფელად უხარიათ.

ჩვენი და იაპონიის ნაკრებების გამარჯვებამ მოიტანა იმის აუცილებლობა, რომ მსოფლიოს რაგბიში დამყარებული ამჟამინდელი "წესრიგი" უნდა შეიცვალოს. უნდა დასრულდეს ეს "ჩაბეტონებული" სიტუაცია, როცა ჩვენნაირ გუნდებს წინსვლის საშუალება არ ეძლევათ იმის გამო, რომ მაღალი დონის გუნდებთან თამაში არ უწევთ. საქართველოს ნაკრებმა წელიწადში 12-13 მატჩი უნდა გამართოს ძლიერ მეტოქეებთან.

უნდა ვუგულშემატკივროთ რუმინეთს, იაპონიას, აშშ-ს და სხვა ასეთ გუნდებს. რაც უფრო წარმატებით გამოვლენ ისინი ჩვენთან ერთად, მით უფრო მძლავრად შეირყევა არსებული სისტემა.

ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ აქ მსოფლიოს თასის ბოლომდე ვრჩები. ამ დროს ჩემს კოლეგებთან ერთად გამოვიყენებ პოლიტიკისთვის, რათა მივაღწიოთ ცვლილებების დაწყებას მსოფლიოს რაგბიში.

* * *
ხვალ, 24 სექტემბერს, C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ერთი მატჩი გაიმართება. ახალი ზელანდიის ნაკრები ნამიბიას დაუპირისპირდება. "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა გუნდის შემადგენლობაში 12 ცვლილება განახორციელა.

ახალი ზელანდია-ნამიბია
ახალი ზელანდია: 15. კოლინ სლედი, 14. ნეჰე მილნერ-სკუდერი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეტი, 9. ტი ჯეი პერენარა. 1. ბენ ფრენქსი, 2. კოდი ტეილორი, 3. ჩარლი ფაუმუნია, 4. ლუკ რომანო, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. სემ კენი, 8. ვიქტორ ვიტო.
16. კევინ მეალამუ, 17. ვაით კროკეთი, 18. ტონი ვუდკოქი, 19. კირან რიდი, 20. რიჩი მაქოა, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. მაა ნონუ, 23. ბენ სმითი.

ნამიბია: 15. ჯონ ტრომპი, 14. დევიდ ფილანდერი, 13. ჯეი სი გრილინგი, 12. ჯონ დეისელი, 11. კონრად მარაისი, 10. ტენუს კუცია, 9. ეუგენ იანტისი. 1. იაკო ენგელსი, 2. ტორსტენ ფან იარსველდი, 3. იოჰანეს კუცია, 4. ტჟიუე უანივი, 5. პიტერ ფან ლილი, 6. ჟაკ ბყრხერი, 7. ტინუს დუ პლესი, 8. ლენევე დამენსი.
16. ლუსი ფან დერ ვესტჰოიზენი, 17. კასპერ ვივიერსი, 18. რაულ ლარსონი, 19. რენალდო ბოთმა, 20. იანკო ვენტერი, 21. როან კიტშოფი, 22. ენეილ ბუიტენდაგი, 23. ჩრისანდერ ბოთა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Am werils shoreuli avganetidan vwer, miyxedavad imisa rom dges aravis surs ragbze da saertod raime sasixaruloze saubari aq,, radgan chven kide erti gmiri davkarget gushin,, mainc minda yvela qartvelis jariskacis xma mivawvdino chvens mglebs inglisshi rom 19 seqtembers mat mier mopovebuli gamarjvebit mifebuli sixarulit dgemde amayebi vart miuxedavad imisa rom dges yvela dafiqrebuli dadis aqa iq mainc ismis momavali tamashis shesaxeb diskusiebi yvela moutmenlad elis argentinastan matchs da vifqrob warmatebit dasrulebuli tamashis shemdeg cotaxnit mainc sheumsubyqdebat bichebs es mdzime tvirti rac am bolo periodshi awevt mxrebze tanamebrdzolis dakargvastan Dakavshirebit, iqneb am werilis shinaarsi iqneb miwvdet chvens vajkacebs inglishi da minda utxra mat chven aq cxel wertilshi iaragit xelshi vibrdzvit chveni qveynis saxeli tqven ki mand burtit ibrdzvit da minda gitxrat chvengan dges kidev erti gmiri sheemata qveyanas tavisi sicocxlis fasad da minda gtxovot dadeqit tqvens tavze magla da tqveni saxelit araerti cocxali gmiri shemate chvens qveyanas. Warmatebebi mglebo.
?????
13:42 23-09-2015
0
Am werils avganetidan gwert tqven qartvelo meomrebo, chvens shoris bevri saerto da erti gansxvavebaa mxolod chven iaragit xelshi vibrdzvit chveni qveynis saxelit tqven ki burtit, minda gitxrat dges ragbistvis aravus cxela aq radgan gushin kide erti gmiri sheemata chvens qveyanas tavisi sicocxlis fasad, magram miuxedavad amisa aqa iq mainc gaigonebt 25 mosalodnel saswaultan dakavshirebit da imediani tvalebit ucqeren ertmants, minda gitxrat rom im shemtxvevashi tu tqven argentunas daamarcxebt dzalian did sixaruls da bednierebas mianichebt aq myof jariskacebs romlebsac exla es yvelaze metad chirdebat. Warmatebebi mglebo. P.S tu vinme shedzlebs am werilis chvens bichebamde mitanas didad dagvavalebt avganetshi myof yvela qartvel jariskacs.
Jariskaci
13:51 23-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული