მილტონ ჰეიგი: წნეხში ჩვენ კი არა, არგენტინელები არიან

AutoSharing Option
მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ტონგას ეროვნულ გუნდთან გამარჯვების თაობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ახლა, როცა დრო გავიდა და ემოციები ჩაცხრა, ვფიქრობთ, რაგბის ქომაგებისთვის საინტერესო უნდა იყოს გუნდის მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის დეტალური ანალიზი განვლილი მატჩისა და მომავალი მეტოქის შესახებ.

- როდესაც მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის მეტოქეების ვინაობა გაირკვა, ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ როგორც ახალზელანდიელს, საფუძვლიანი ამბიცია გაქვთ, თქვენმა გაწვრთნილმა გუნდმა ტონგას ნაკრებს მოუგოს. ეს ასეც მოხდა. გვიამბეთ, რის ხარჯზე მოახერხა საქართველოს ნაკრებმა კუნძულელებთან გამარჯვება?
- ვიცოდით, რომ ტონგასთან მოგება
კარგი დაცვით შეიძლებოდა. დაგეგმილი გვქონდა, რომ მეტოქე მუდმივად ზეწოლის ქვეშ გვყოლოდა. შერკინებასა და აუტში უპირატესობა უნდა მოგვეპოვებინა. დაცვის ხაზი სწრაფად უნდა ასულიყო და გადაწყობაც ასევე უმალ უნდა გაგვეხორციელებინა. ეს ყველაფერი ჩვენმა გუნდმა მოახერხა.

ჯამურად 226 ბოჭვა განვახორციელეთ, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ეს იმ სამთვიანი მზადების შედეგია, რომელიც გავიარეთ. ფიზიკური მზადების პროგრამის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ამ მატჩისთვის ასეთ კარგ კონდიციებში ვყოფილიყავით. ჩვენ კმაყოფილი ვართ.

- იქნებ ისიც ვთქვათ, რა ვერ გააკეთა ჩვენმა გუნდმა?
- ბურთის ფლობის კოეფიციენტი 28 პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ბურთი არ გვქონია. მიუხედავად ამისა, იმ მცირე დროში, როცა ბურთს ვფლობდით, შევძელით ორი ლელოს გატანა. კარგი იქნებოდა, ბურთი მეტად შეგვენარჩუნებინა და დრო მეტწილად შეტევაში გაგვეტარებინა. ახლა ამაზე ვიმუშავებთ, რომ ეს კომპონენტი მომავალ მატჩში გამოვასწოროთ.

- მომავალი მეტოქე არგენტინის ნაკრებია. როგორ დაახასიათებდით ამ გუნდს?
- არგენტინასთან ძალიან რთული თამაში გვექნება. ეს გუნდი უკვე სამი წელიწადია ოთხ ერში ასპარეზობს და შეუძლია მაღალი დონის რაგბი ითამაშოს, დიდ გუნდებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს. "პუმებს" კარგი შერკინება ჰყავთ, ფულბეკი და გარემარბებიც ძლიერები არიან. ალბათ, თამაშს გაგვიშლიან და ჩვენ ზურგს უკან ბურთის ფეხით დაკიდებას ეცდებიან.

- რა შეიძლება ჩვენ მათ დავუპირისპიროთ?
- ჩვენი თამაშის სტრატეგია არ შეიცვლება. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ წნეხს არგენტინელები განიცდიან. ჩვენ უნდა გავიდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ რაგბის თამაშით.

ტონგასთან მოგებამ ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა შემატა. კარგად იციან, არგენტინა რა დონის გუნდიცაა. ჩვენ საკუთარი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს მეტოქეს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ თამაში სანახაობრივად კარგი გამოვიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი ბიჭები გვყავს,დიდი მადლობა თავდადებისა და უდუდესი სიხარულის მონიჭებისთვის!მაგრამ ერთიც უნდა ითქვას,ბევრი ბოჭვა რომ გავაკეთეთ იმას ნიშნავს რომ ბევრს გვიტევდნენ,შემდგომში მეტოქეს დაჭირვებოდეს მეტი ბოჭვა:)):))
თაზო
17:07 23-09-2015
0
ბიჭებო!ბიჭებო!ბიჭებო! გამარჯვება ბიჭებოოოოოოოოოო.
biWebs
18:18 23-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული