არგენტინა-საქართველო 54:9 - "პუმებს" ვერც ამჯერად გავუმკლავდით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე C ჯგუფში მეორე შეხვედრა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 9:54 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამ გუნდების მეოთხე დაპირისპირებაა ისტორიაში და ოთხივე ჯერზე გამარჯვება სამხრეთამერიკელებს დარჩათ.

გლოსტერში, "კინგსჰოლმ არენაზე" გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოვიდა და არგენტინელებმა მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 14:9 მოიგეს.

"პუმებმა" დებიუტში არეკნით გაიტანეს, შემდეგ კი მალევე ლელოც დაგვიდეს, რასაც პირველ ნახევარში ორი ზუსტი საჯარიმო დაუმატეს. საქართველოს ნაკრების 9-ვე ქულა პირველ ნახევარში მერაბ კვირიკაშვილმა მოიპოვა, რომელმაც სამჯერ საჯარიმო
ზუსტად დაარტყა.

"ბორჯღალოსნებს" სხვაობის გაქვითვის კარგი შანსი ზედ შესვენების წინ ჰქონდათ, თუმცა მეტოქის შეცდომით ვერ ისარგებლეს.

მეორე ტაიმი არგენტინელთა იერიშით დაიწყო, რასაც რაქში ბურთის შეყოვნების გამო მამუკა გორგოძის გასინბინება მოჰყვა. შეიძლება ითქვას, ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა თამაშში - 10 წუთის განმავლობაში კაპიტნის გარეშე მოთამაშე მილტონ ჰეიგის გუნდმა ზედიზედ სამი ლელო მიიღო.

"ბორჯღალოსნებმა" თამაში ვერც გორგოძის მოედანზე დაბრუნების შემდეგ დაალაგეს, არგენტინელებმა კი ბოლო ათწუთიან მონაკვეთში კიდევ სამჯერ დადეს ბურთი ჩვენს ჩათვლის მოედანში.

C ჯგუფს 9 ქულით ახალი ზელანდია ლიდერობს, 5 ქულა აქვს არგენტინის ნაკრებს, 4 - საქართველოს, 1 - ტონგას, ნამიბია კი უქულოდაა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ მატჩს უკვე მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან, 2 ოქტომბერს გამართავს.

მსოფლიოს თასი 2015. II ტური. C ჯგუფი
არგენტინა-საქართველო 54:9
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
არგენტინა: 15. ხოაკიმ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ხუან მარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. მარკოს აიერსა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნაუელ ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.
16. ხულინ მონტოია, 17. ლუკას ნოგიერა, 18. რამირო ერერა, 19. მატიას ალემანო, 20. პაბლო მატერა, 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს ამოროსინო.
მსაჯი: ჯი პი დოილი (ინგლისი).
მკითხველის კომენტარები / 12 /
კიარ დამარცხდა,არამედ განადგურდა და რაცარუნდა მწარე იყოს ეს სიტყვები ყველაფერს თავის სახელი დაარქვით ძალიან გთხოვთ.....თამაში კი სრულიად მწვრთნელის სინდისზეა....
ucha
22:16 25-09-2015
0
ეს შედეგი მოულოდნელი არ არის. არგენტინა ამ თამაშს არაფრის დიდებით არ წააგებდა. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ კლასში სხვაობა მაინც თავისას შვრება. გავიხსენოთ რა გუნდებთან უწევთ ხოლმე არგენტინელებს თამაში, და ჩვენ კი ვის ვეთამაშებით ხოლმე ერთა თასზე. ეს კლასიც ჩვენს ბიჭებს გუნდებში თამაშის საშვალებით აქვთ. მაგრამ ნაკრების დონე სულ სხვა რამეა. უკვე მერამდენედ დამტკიცდა რომ ერთა თასი ჩვენს განვითარებას უკვე აფერხებს, არაფერს აღარ გვმატებს.
shota chkhutiashvili
22:24 25-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული