მორკინალები დიდიე ბესიმ ჯერ შერკინებაში, მერე კი დერეფანში ამეცადინა. ჰეიგი კი მაიკლ ბრედლისთან ერთად უკანახაზელებს ავარჯიშებდა.
ნაკრების ვარჯიშს ნიუპორტის სპორტული სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ, რომლებმაც მოთელვის შემდეგ ბორჯღალოსნებისგან ხელმოწერებიც მიიღეს.
მიმართვა კარდიფში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს
პროექტი საქართველო-ზელანდიის მატჩზე დამსწრე ქართველი გულშემატკივრებისთვის:
უელსის ერთ-ერთი ტელევიზია, კერძოდ, Boom Cymru Television in Cardiff, მსოფლიო თასის თემატიკაზე პროექტს ახორციელებს.
ამ პროექტში მონაწილეობას 5 სხვადასხვა გუნდის მხარდამჭერები იღებენ. მათი მიზანი საკუთარი გუნდის სიმღერით
საქართველო და უელსი ერთ წყვილში მოხვდენ. "უელსის მხარდამჭერი მომღერალთა გუნდი" (North Wales Rugby Supporters choir) საქართველოს ჰიმნს და ქართულ ტრადიციულ სიმღერას, "სულიკოს" უკვე სწავლობს.
პროექტისთვის საჭიროა ქართველი გულშემატკივრები, რომელთა წინაშეც 2 ოქტომბერს, კარდიფში, "მილენიუმ სთედიუმის" ფან-ზონაში უელსელი მხარდამჭერები ქართულ წარმოდგენას შეასრულებენ.
კარდიფში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს ვთხოვთ, რომ მილენიუმის ფან-ზონაში 2 ოქტომბერს, პარასკევს, ინგლისის დროით 17:00 სთ-ზე შეიკრიბონ და "ბორჯღალოსნებს" უელსელებთან ერთად უგულშემატკივრონ!
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით