რას ფიქრობენ დენ კარტერი, რიჩი მაკქოუ და სხვები მამუკა გორგოძეზე

AutoSharing Option
2 ოქტომბრის მატჩს, ახალი ზელანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, Gulf Times-მა სტატია მიუძღვნა: "ოლ ბლექსი" ქართველ გარგანტუას უფრთხის". ჩვენ ამ სტატიას შემოგთავაზებთ:

"მართალია, საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიისთვის სრულიად უცნობი გუნდია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონები ნამდვილად უფრთხიან "გორგოძილას", ქართველთა უკომპრომისო კაპიტან მამუკა გორგოძეს.

რიჩი მაკქოუმ თქვა, რომ 99%-ით მათი ვარჯიში საქართველოს ნაკრებთან თამაშის წინ, ზელანდიის სწორად თამაშის ტაქტიკას მიეძღვნა. მაგრამ მოთამაშეებმა არ დამალეს არც ის, რომ სპეციალურად იფიქრეს, როგორ გააჩერონ ქართველი "ბეჰემოთი" გორგოძე.

ლაიამ მესემი, რომელსაც კოჭის ტრავმა აქვს, "ტულონის" ფორვარდს "ვეებერთელა
და საშიშ კაცად" მოიხსენიებს.

მას 12-წლიანი სატესტო გამოცდილება აქვს, რომლებშიც გორგოძემ უშიშარი მეომრის რეპუტაცია დაიმკვიდრა, რომლის გამოც ის ხშირად ზარალდება.

ის მეშვიდე ადგილზეა ტესტ-მატჩებში მიღებული სინბინებით. გავიხსენოთ მატჩი არგენტინასთან, როცა მან ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველო მხოლოდ 9:14-ს აგებდა. სანამ გორგოძე გაძევებული იყო, არგენტინამ სამი ლელო დადო და ანგარიში 9:35 გახდა.

მაგრამ სწორედ ის იყო ტონგასთან მოგების (17:10) გმირი. გორგოძის ძალისმიერი ლელოთი საქართველო წინ გავიდა შესვენების წინ.

მხოლოდ ეს ლელო არ იყო, გორგოძემ ტონგასთან თამაშში 24 ბოჭვა გააკეთა. ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელია.

"ის, რა თქმა უნდა, საუკეთესოა მეტოქის შემადგენლობაში. გორგოძეს უყვარს ბურთით წინ გაქცევა, ასე რომ, დიდი ბრძოლა გველის", - ეს უკვე კირან რიდის სიტყვებია, რომელიც 196 სმ სიმაღლისა და 118-კილოიან ქართველთან შედარებით ჯუჯად მოჩანს.

63 ტესტ-მატჩში გორგოძემ 24 ლელო დადო. "ოლ ბლექსის" ბურჯი სემ უაითლოქი მას პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს ხაზში:

"ვიცით, რომ მათ უყვართ შერკინებით მიწოლა, სწორედ ამის შედეგია გორგოძის ბევრი ლელო", - ამბობს უაითლოკი.

"ქართველებს დიდი ბიჭები ჰყავთ, რომელთაც უყვართ კონტაქტში შესვლა, ასე იგებენ ისინი ტესტ-მატჩებს", - ამბობს გუნდის კაპიტანი რიჩი მაკქოუ.

პარასკევის მატჩში გორგოძე 7 ნომრად ითამაშებს. ასე რომ, "ოლ ბლექსის" ათიან დენ კარტერს ჯაფა ელის და ის მაკქოუს, რიდისა და ჯერომ კაინოს დახმარებას საჭიროებს. კარტერი "ოლ ბლექსის" ერთადერთი ათიანია, რომელსაც ტრავმა არა აქვს. ამიტომაც ყველაზე მეტად ზელანდიელებს ის არ სურთ, რომ კარტერი გორგოძემ გადათელოს.

"იმედი მაქვს, რომ მას უფრო დაცვა მოუწევს და არა შეტევა, მაგრამ ის მართლაც შესანიშნავი მოთამაშეა. მე ვნახე, რას აკეთებდა პირველ ორ თამაშში გორგოძე, ის ქართველთა საუკეთესო იარაღია", - ამბობს ზელანდიელთა პლეიმეიქერი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან დიდი ალათობით სიმართლეა ის, რომ არცერთი ახალზელანდიელი არ უფრთხოდა მამუკა გორგოძეს (მე ამას უკვე თამაშის შემდეგ ვწერ, რადგან ეს სტატია ეხლა ვნახე). მაგრამ თუნდაც ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფი იყოს (რაც არა მგონია), ნებისმიერ ნამდვილ ქართველს უნდა სიამოვნებდეს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ტკბილი ტყუილი სჯობს მწარე სიმართლეს. ამიტომ (რბილად რომ ვთვათ) ირონიული კომენტარები აქ ნამდვილად უადგილოა. მის ნაცვლად ნამდვილად სჯობდა საერთოდ კომენტარის გარეშე დაგეტოვებინათ.
ლელო, ლელო, საქართველო!!!
Shalva73
02:27 03-10-2015
0
bachos da odala...uyuret tamash tqve ar uprtxian ki ara caxcaxi ar qondat zelandielebs...gorgozes danaxvaze ipavdnen,negatiuri .i
lasha
02:16 03-10-2015
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული