საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან ღირსეულ თამაშში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის მე-3 ტურში ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდა და 10:43 დამარცხდა.

ეს "ბორჯღალოსანთა" პირველი დაპირისპირება იყო მსოფლიოს რეიტინგში ნომერ პირველ ნაკრებთან.


ზელანდიელები უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდნენ ლელო და გარდასახვით - 7:0.

მე-5 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ლელო დაუდო "ოლ ბლექსს", თავი ბექა წიკლაურმა გამოიჩინა, ხოლო მალაღურაძემ გარდასახა - 7:7.

ტაიმი ზელანდიის ნაკრებმა 22:10 მოიგო, მალაღურაძის ანგარიშზე ერთი ზუსტი საჯარიმოა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ქულის მოპოვება ვეღარ შეძლო, მილტონ ჰეიგის
კრებული 10:43 დამარცხდა.

მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას ნამიბიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენებმა ღირსეულად ითამაშეს. ძალიან კარგი გამოძახილებია უცხოურ ფორუმებზე. ბევრი აღნიშნავს, რომ აი-არ-ბიმ დროა საქართველო სარაგბო ელიტაში ჩართოს.
Gogi
01:35 03-10-2015
0
ვიდეოს რა სამარცხვინო ხარისხია, აზრზე არ ხართ რა.
მინ
01:41 03-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული