მამუკა გორგოძე: მე დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: როგორი რეაქცია ჰქონდა, "ბორჯღალოსნების" კაპიტანს, როდესაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე შეხვედრა მოქმედ ჩემიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 10:43 დამარცხდა.


მარცხის მიუხედავად, "ბორჯღალოსნები" პლანეტის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად გაისარჯნენ. საგულისხმოა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე აღიარეს. ის წლევანდელ მსოფლიო თასზე მეორედ (მანამდე ტონგასთან), ხოლო ჯამში მეოთხედ გახ
და მატჩის საუკეთესო მოთამაშე (2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან).

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"მე დღეს ძალიან ამაყი ვარ. აღფრთოვანებული ვარ ამ თამაშით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახალი ზელანდიასთან გამართულ რკენაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.”

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბრავო, ეს იყო რაგბის სამყაროს მხრიდან ქართული რაგბის სიძლიერის აღიარება! ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მალე შევალთ ელიტაში
levan
13:40 03-10-2015
0
ეს კაცი თანამედროვეობის გმირია! რუსთაველის ეპოქაში რომ დაბადებულიყო მასზეც იტყოდნენ ,,კაცი კაცსა შემოსტყორცნა, ცხენ-კაცისა დადგა გორი"-ო
შენ გენაცვალე ჯიგარში
Irakli Apkhaidze
13:53 03-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული