მილტონ ჰეიგი: 4-თვიან შრომას, დაღვრილ სისხლსა და ოფლს ფასი დაეკარგება, თუ...

AutoSharing Option
rugbyworldcup.com-ზე ენდრიუ ჰენდრის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ეხება "ბორჯღალოსნებს" და მსოფლიოს თასზე მათ მომავალ დაპირისპირებას ნამიბიასთან.
* * *
პარასკევს "ოლ ბლექსთან" გამართული მატჩი ქართველების საუკეთესო წარმოდგენა თუ იყო, ნამიბიასთან სარკენი მსოფლიო თასის უკანასკნელი შეხვედრა მართლაც რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება ქართული რაგბის ისტორიაში. ოთხშაბათს ღამით, "სენდი პარკზე" გასამართი ჯახი და დაგეგმილი გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" 2019 წლის მსოფლიო თასის ავტომატურ კვალიფიკაციას მოუტანს.

მილტონ ჰეიგი გუნდსა და გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ კარგად გააცნობიერონ, თუ რას ნიშნავს ეს მატჩი აღმოსავლეთ ევროპისთვის.

"ახალ ზელანდიასთან ქართველების დიდი გულის
ჩვენებით ბევრი გულშემატკივარი მოვიპოვეთ. მაგრამ ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს არაჩვეულებრივი მიღწევა არაფრად აღარ ჩაითვლება, თუ ოთხშაბათს ჩვენს საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ.

განვლილი 4 თვის განმავლობაში ამ ბიჭების თავდაუზოგავი მუშაობა, ვარჯიში, დაღვრილი სისხლი თუ ოფლი ფასს დაკარგავს, თუ ოთხშაბათს ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს ისტორიის შექმნა იყო, მთელი ჩემი ფიქრები და ენერგია ამ მიზნისთვის იხარჯებოდა. ასე რომ, უკანასკნელი შეხვედრა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია".

"ოლ ბლექსთან" ვეტერანების დასვენების შემდეგ მერაბ კვირიკაშვილს, გიორგი ნემსაძესა და დავით ზირაქაშვილს, ალბათ, ამ მატჩის სასტარტო 15-ეულში ისევ ვიხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩები მთლიანად დაცვაზე იყო ორიენტირებული, ჰეიგის თქმით, უკანასკნელ მატჩში სრულიად სხვა რაგბის ვიხილავთ, რომელიც აუცილებლად შემტევი იქნება.

"ვფიქრობ, ნამიბია შეტევისთვის მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, ვიდრე წინა სამმა ოპონენტმა მოგვცა. გვინდა, რომ ამჯერად საუკეთესო რაგბი ვაჩვენოთ მსოფლიოს და არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ შეტევის უნარ-ჩვევებიც კარგად გამოვამჟღავნოთ".

მისი მოლოდინი მხოლოდ "ბორჯღალოსნების" კარგ თამაშს არ ეყრდნობა. მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ნამიბიაც საკმაოდ პროგრესული გუნდია, რომელმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ფილ დევისის (ნამიბიის მთავარი მწვრთნელი) დახმარებით, საკმაოდ კარგ დონეს მიაღწია.

"რაც შეეხება მათ კაპიტანს, ბერგერს, ის გუნდის აბსოლუტური ლიდერია. მათ ჰყავთ ასევე ძალიან კარგი 8 ნომერი, რომელიც საკმაოდ კარგი საბრძოლო უნარ-ჩვევებით გამოირჩევა და ჩვენთვის ერთგვარ საფრთხესაც წარმოადგენს. მათი პატარა 2 ნომერი კი რაკეტასავითაა. ნამიბიელებს უკანა ხაზიც საკმაოდ კარგი ჰყავთ.

ნამიბიას უყვარს ბურთის ფლობა და კონტრშეტევები. თუ საშუალება ექნებათ, ბურთს ნებისმიერ მხარეს წაიღებენ. ასე რომ, დაცვაში თითის წვერებზე უნდა ვიაროთ. მათი მოლის სტრუქტურაც შესანიშნავია".

ოთხშაბათის მატჩზე კომენტარი გააკეთა ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმაც:

"ნამიბიის თამაში ჩვენთვის ამ ტურნირში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ვფიქრობ, საქართველოში ამ მატჩის მოლოდინში არაჩეულებრივი ატმოსფერო ტრიალებს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორი ამბიციურები ვართ...არადა ვერცზელანდიამ დავერც არგენტინამ ვერ დაუდო ნამიბიას 6-7 ლელო))))
რომან
20:28 06-10-2015
0
მელიტონი უნდა დარჩეს, ოღონდ სასურველია უკანა ხაზის (9–15) ნომრების სპეციალიზირებული მწვრთნელი დავიმატოთ
0

სიახლეები პოპულარული