მამუკა გორგოძე: "ექვს ერზე" უმეტესობის საწინააღმდეგო მოსაზრება მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში "ექვს ერში" საქართველოს გაწევრიანების შესახებ საუბრობს.

გორგოძის თქმით, "ბორჯღალოსნები" ამ ტურნირისთვის სპორტული თვალსაზრისით ჯერ მზად არ არიან.

- როგორ ფიქრობთ, ვართ მზად "ექვსი ერისთვის" მენტალურად ან ფინანსურად?
- შესაძლოა, უმეტესობის საწინააღმდეგო მოსაზრება გამოვთქვა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ: დადებითი შედეგი დიდი ხნის განმავლობაში ერთად ყოფნის და მზადების ფონზე ვაჩვენეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მოთამაშეს რომ ეტყვიან - ორშაბათს შეკრებას ვიწყებთ, შაბათს ინგლისს უნდა ვეთამაშოთო, ეყოფა ხუთდღიანი მომზადება ამ დონის გუნდებთან სათამაშოდ?! მეორე
მხრივ, პროგრესისთვის აუცილებელია ძლიერ გუნდებთან თამაში. ამიტომაც სჯობს, ამ ეტაპზე ისეთ გუნდებს ვეჭიდაოთ, როგორებიც არიან იაპონია, კანადა, აშშ, ტონგა. მათთან ჭიდილში გავიზარდოთ და როცა მათაც ისე მოვუგებთ, როგორც ახლა ვამარცხებთ "ერთა თასზე" მოასპარეზე ნაკრებებს, უკვე შეგვეძლება თქმა, რომ სპორტული თვალსაზრისით, მზად ვართ "ექვსი ერისთვის".

ავტორი: რატი შელეგია

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 39 /
რაც ვიგულისხმე: ვინმემ საფრანგეთში (ან ბრიტანეთში) ხომ არ ურჩია ასეთი აზრი გამოეთქვა?
skept.
16:30 27-10-2015
0
roma-ძამიკო მამუკას ინტერვიუდან ერთ ციტატას მოვიყვან (ორშაბათს შეკრებას ვიწყებთ ,შაბათს ინგლისს უნდა ვეთამაშოთო,ეყოფა ხუთდღიანი მზადება ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ?) აი ამ კითხვას სვამს და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო ეს არის საკმარისი.როდესაც ამ დონეზე გინდა თამაში სულ მცირე ისეთი პირობები მაინც უნდა გქონდეს, ღირსეულად ბრძოლის საშუალებას რომ მოგცემს.თავიდან თუ დამარცხდები ეს არაფერია რადგანაც პირობები გაქვს და თანაც ეს დამარცხება სტიმულს გაძლევს რომ უფრო მეტი იმუშაო .და სწორედ ეს არის პროგრესის მასულდგმულებელი პირობა.სხვანაირად მოხდება ისე რომ იბრძოლებ დამარცხდები მაგრამ გეცოდინება რომ ის პირობები რაც შენა გაქვს რევანშის მზადებისათვის არ არის საკმარისი ,ჰოდა ზუსტად აი ეს არის რომ ხელებს ჩამოგაყრევინებს და რეგრესის გზაზე დაგაყენებს.ეხლა რაც შეეხება პირობებს .ჩვენ რაგბისტებს რომ ფრანგებ ინგლისელებივით პირობებს ვერ შეუქმნით ამაში ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ ჩვენი მონდომებით და სწორი მიმართულებით კეთილსინდისიერი მუშაობით სარაგბო მეურნეობას საღი საფუძვლები გავუმაგროთ ამის საშუალება და ფინანსები ნამდვილად გვაქვს.გვაქვს მასალა რომელსაც კარგი დამუშავება სჭირდება,ამისათვის საჭიროა იარაღი ანუ ინფრასტრუქტურა და მწვრთნელთა კადრები.და სწორედ აქედან უნდა დვიწყოთ.საქართველოს რაგბის კავშირმა რომ შეარჩიოს ერთი ათამდე სპეციალისტი არა ძმაკაცობითა და კაი ბიჭობით არამედ ცოდნის წყურვილით ,დააფინანსოს და სტაჟირებაზე ფრანგულ ანაც ინგლისურ კლუბებში გააგზავნოს ამის ფული მე მგონი უნდა გამოინახოს .თუნდაც იგივე მამუკამ და ყველა სხვა ქართველმა ბიჭებმა რომლებიც პროფესიულ კლუბებში თამაშობენ არა მგონია თავისი გასაკეთებელი არ გააკეთონ ამ საქმისათვის და სწორედ ასე ნელ ნელა ფეხზე მყარად დავდგებით და მოვა დრო გრანდებსაც დავეჭიდებით ღირსეულად. აგერ ერთ მაგალითს მოვიყვან - ისლანდიას აქამდე ფეხბურთში არავინ უწევდა ანგარიშს,სად ისლანდია და სად ფეხბურთი ,მაგრამ მარ საქმე ისე ააწყვეს რომ აგერ მათი ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში A-ჯგუფში პირველ ადგილზეა და ჰოლანდია,ჩეხეთ,თურქეთი უკანა ჰყავს მოყოლებული.
vep1963
18:17 30-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული