მეკომ ტრავმა ფედერალ 2-ის მატჩში "დიჟონთან" მიიღო. "მონლუსონის" ქართველი მორაგბე იხსენებს, რომ ტრავმას ყურადღება თამაშისას ნაკლებად მიაქცია, რადგან გახურებული იყო და თამაშის გაგრძელება შეძლო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ტკივილი აუტანელი ხდებოდა.
მეორე დღეს ქართველის ტრავმის სკანირებამ მისი სერიოზულობა დაადასტურა, მას ორ თვეზე ოდნავ მეტის გაცდენა მოუწევს.
ასე რომ, მერაბ კვირიკაშვილი ევროპის ერთა თასის მეორე წრის მატჩების ნაწილს გამოტოვებს. საქართველოს ნაკრები
ექიმების დასკვნას თუ დავუჯერებთ, მეკოს წლის პირველი სამი სანაკრებო თამაშის გაცდენა მოუწევს.