Telegraph: "ექვსი ერი" საკუთარი ტრადიციების მონაა!

AutoSharing Option
მაშ ასე, რაგბის ქართველი გულშემატკივრების იმედებსა და ოცნებებზე პასუხი ცნობილია - "ექვსი ერის" ბოსებმა დაბეჯითებით გამოაცხადეს, რომ ტურნირი სხვებისთვის "არ გაიხსნება". შეგიძლიათ, სამომავლოდ იოცნებოთო, მაგრამ ახლა ასეთი გეგმები არ გვაქვსო...

ამ ამბავმა არა მხოლოდ საქართველოში დაწყვიტა გულები გულშემატკივრებს, არამედ მთელ მსოფლიოში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ვნახოთ, რას წერს ბრიტანული Telegraph-ი:

"სტატიკური და ჯიუტი "ექვსი ერი" საკუთარი ტრადიციების მონაა" - ეს ამ გამოცემის სათაურია.

"ევროპული რაგბი წინ უნდა წავიდეს და სიახლეები მიიღოს, თორემ
სხვა რეგიონები ვითარდებიან, "ექვსი ერის" ქვეყნები კი კიდევ ჩამორჩებიან", - წერს ოლივერ ბრაუნი, "ტელეგრაფის" მთავარი მესვეტე.

"ეს "ექვსი ერის" ბოსებს გამოარჩევთ - საკმარისია, მათ პატარა სიახლე შესთავაზო და ამას ტურინის სუდარის შეურაცხყოფად მიიჩნევენ.

არის შანსი, საქართველომ და რუმინეთმა ტურნირში ითამაშონ? - მათი პასუხია - არავითარი.

რას იტყვით ბონუს-ქულების სისტემაზე, რომელმაც ყველა სხვა შეჯიბრება ძირფესვიანად შეცვალა? - ღმერთო, დაივიწყეთ! იმაზე ლაპარაკიც კი არ არის, რომ ტურნირი ერთი თვით გვიან დაიწყოს და ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდეს, სრულფასოვან სეზონად - ამაზე გვეუბნებიან, პირი გამოირეცხეთ და ისე ილაპარაკეთ".

გამოცემა იმედოვნებდა, რომ მსოფლიოს თასზე ევროპული გუნდების ფიასკოს შემდეგ მაინც დაფიქრდებოდნენ ორგანიზატორები და დებატებს მაინც წამოიწყებდნენ, როგორ გაეხადათ ტურნირი უკეთესი. არაფერი მსგავსი...

"არ დაგავიწყდეთ, რომ "ექვსი ერის" მონაწილე არც ერთი ქვეყანა არ გასულა მსოფლიოს თასის ნახევარფინალში", - წერს "ტელეგრაფი".

"რატომ არ უნდა დავნერგოთ გავარდნა-შემოსვლის სისტემა, როცა ვხედავთ, რომ იტალია ორი წელიწადია ვერაფერს აკეთებს. რატომ არ უნდა დავნერგოთ ბონუს-სისტემა, ხომ გვინდა ავიცილოთ ისეთი თამაშები, როგორიც შარშან იტალია-საფრანგეთი იყო", - კითხულობს ბრაუნი.

ამ გადაწყვეტილებამ რაგბი ევროპის შეფის, რუმინელი ოქტავიან მორარიუს გულისწყრომა გამოიწვია:

"ჩვენ არ გვსურს "ექვსი ერის" დანგრევა, ჩვენ გვსურს კარგი პროდუქტი შევთავაზოთ მათ და განვვითარდეთ მათთან ერთად. საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა და რამდენ უმაღლესი დონის თამაშს გამართავს ის მსოფლიოს თასამდე? ვის უნდა ეთამაშოს? მსოფლიო კალენდარი ძალიან გადატვირთულია", - განაცხადა მორარიუმ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
საწყენია რომ კარები არ გაგვიღეს,უნდა ვაღიაროთ რომ კონკურენციას ვერ გავუწევდით,მაგრამ გამოცდილებას მივიღებდით და კლასს ავიმაღლებდით.ეს არ ნიშნავს რომ ყურები ჩამოვუშვათ,პირიქით მოტივაცია უნდა ავიმაღლოთ,.ისინი კარებს არ გვიღებენ,მაგრამ უნდა გავაღებინოთ,მათ მოსწონთ მიმწოლი გუნდები და ჩვენც უნდა მივაწვეთ,უნდა დავარწმუნოთ რომ,ჩვენ შეგვიძლია და მართლა შეგვიძლია.ჯერჯერობით ამის დამტკიცება მსოფლიო თასზე მოგვიწევს.ცოტა ხნით ადრე ექვსი ერის კარების გახსნაზე ლაპარაკი ფანტასტიკა იყო,მაგრამ ხომ მაინც ავალაპარაკეთ?ისინი რამოდენიმე თვით მაინც ფიქრობდნენ,ვერ უგულველყვეს ჩვენი და რუმინეთის პროგრესი,ე.ი შანსი მაინც არის და აუცილებლად გამოვიყენებთ
levan
18:02 02-02-2016
0
კარგი აზრია, მაგრამ ესე იოლი არ არის ტურნირში ჩაერთო აშშ, კანადა, იაპონიასთან და ეგეთ გუნდებთან. გეოგრაფიული მდებარეობაც უნდა გიწყობდეს ხელს. ამხელა მანძილზე ტურნირში მონაწილეობას ბევრი სირთულე ახლავს: ფინანსური შესაძლებლობა, ფიზიკური გადაღლილობის ფაქტორი და ა.შ... ამიტომაც ვცდილობთ ევროპაში გამოვძებნოთ ჩვენთვის უფრო მისაღები სახის ტურნირი. რისი საშუალებაც სამწუხაროდ ჯერ არ გვეძლევა. მემგონი ზედმეტ კონსერვატიზმს იჩენენენ ევროპული რაგბის მამები და ხელოვნურად კეტავენ განვითარების გზებს ყველასთვის და მათ შორის თავიანთი თავისთვისაც...
levani
13:17 30-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული