Telegraph: "ექვსი ერი" საკუთარი ტრადიციების მონაა!

AutoSharing Option
მაშ ასე, რაგბის ქართველი გულშემატკივრების იმედებსა და ოცნებებზე პასუხი ცნობილია - "ექვსი ერის" ბოსებმა დაბეჯითებით გამოაცხადეს, რომ ტურნირი სხვებისთვის "არ გაიხსნება". შეგიძლიათ, სამომავლოდ იოცნებოთო, მაგრამ ახლა ასეთი გეგმები არ გვაქვსო...

ამ ამბავმა არა მხოლოდ საქართველოში დაწყვიტა გულები გულშემატკივრებს, არამედ მთელ მსოფლიოში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ვნახოთ, რას წერს ბრიტანული Telegraph-ი:

"სტატიკური და ჯიუტი "ექვსი ერი" საკუთარი ტრადიციების მონაა" - ეს ამ გამოცემის სათაურია.

"ევროპული რაგბი წინ უნდა წავიდეს და სიახლეები მიიღოს, თორემ
სხვა რეგიონები ვითარდებიან, "ექვსი ერის" ქვეყნები კი კიდევ ჩამორჩებიან", - წერს ოლივერ ბრაუნი, "ტელეგრაფის" მთავარი მესვეტე.

"ეს "ექვსი ერის" ბოსებს გამოარჩევთ - საკმარისია, მათ პატარა სიახლე შესთავაზო და ამას ტურინის სუდარის შეურაცხყოფად მიიჩნევენ.

არის შანსი, საქართველომ და რუმინეთმა ტურნირში ითამაშონ? - მათი პასუხია - არავითარი.

რას იტყვით ბონუს-ქულების სისტემაზე, რომელმაც ყველა სხვა შეჯიბრება ძირფესვიანად შეცვალა? - ღმერთო, დაივიწყეთ! იმაზე ლაპარაკიც კი არ არის, რომ ტურნირი ერთი თვით გვიან დაიწყოს და ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდეს, სრულფასოვან სეზონად - ამაზე გვეუბნებიან, პირი გამოირეცხეთ და ისე ილაპარაკეთ".

გამოცემა იმედოვნებდა, რომ მსოფლიოს თასზე ევროპული გუნდების ფიასკოს შემდეგ მაინც დაფიქრდებოდნენ ორგანიზატორები და დებატებს მაინც წამოიწყებდნენ, როგორ გაეხადათ ტურნირი უკეთესი. არაფერი მსგავსი...

"არ დაგავიწყდეთ, რომ "ექვსი ერის" მონაწილე არც ერთი ქვეყანა არ გასულა მსოფლიოს თასის ნახევარფინალში", - წერს "ტელეგრაფი".

"რატომ არ უნდა დავნერგოთ გავარდნა-შემოსვლის სისტემა, როცა ვხედავთ, რომ იტალია ორი წელიწადია ვერაფერს აკეთებს. რატომ არ უნდა დავნერგოთ ბონუს-სისტემა, ხომ გვინდა ავიცილოთ ისეთი თამაშები, როგორიც შარშან იტალია-საფრანგეთი იყო", - კითხულობს ბრაუნი.

ამ გადაწყვეტილებამ რაგბი ევროპის შეფის, რუმინელი ოქტავიან მორარიუს გულისწყრომა გამოიწვია:

"ჩვენ არ გვსურს "ექვსი ერის" დანგრევა, ჩვენ გვსურს კარგი პროდუქტი შევთავაზოთ მათ და განვვითარდეთ მათთან ერთად. საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა და რამდენ უმაღლესი დონის თამაშს გამართავს ის მსოფლიოს თასამდე? ვის უნდა ეთამაშოს? მსოფლიო კალენდარი ძალიან გადატვირთულია", - განაცხადა მორარიუმ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
იტალიაში სათამაშოდ წასვლაზე წუწუნწბწნ ბრიტანელები და საქართველოში ჩამოვლენ?!
vova
18:06 29-01-2016
0
ჩვენ ჩვენი ვაკეთოთ და ცოტა იღბალი და მეტი ფული თუ იქნა ჩვენ რაგბში მოვესწრებით იმასაც ამათ რომ ცოდვები მოუწევს :)
რეზო
20:01 29-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული