მილტონ ჰეიგი: "რაგბი ევროპას" ჩვენთვის საკვალიფიკაციო ხასიათი აღარ აქვს, თუმცა...

AutoSharing Option
6 თებერვალს, 14 საათზე, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩში "ბორჯღალოსნები" გერმანიის ნაკრებს ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლებენ.

გთავაზობთ ინტერვიუს მილტონ ჰეიგთან, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის სპორტულმა რედაქციამ ჩაწერა.

პირველი ნაბიჯი შაბათს, გერმანიასთან გვექნება
მომავალ მსოფლიო თასზე ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გასვლა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება იქნება.

2019 წელს, აგრეთვე, გვსურს ვცადოთ მეოთხედფინალში გასვლა - ეს საუკეთესო შედეგი იქნება. დასახული მიზნების მისაღწევად შემდეგ 4 წელში დიდი შრომა უნდა გავწიოთ, პირველი ნაბიჯი კი მომავალ შაბათს გერმანია
იქნება. ეს მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენი პირველი თამაში იქნება. შესაბამისად, ყველას გვინდა, ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ.

რა გასაკვირია, რომ ჩვენ გამარჯვება გვსურს - გვინდა, ამ ტურნირზე მოგებების სერია გავაგრძელოთ. მართალია, ამ ტურნირს ჩვენთვის საკვალიფიკაციო ხასიათი აღარ აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც გვინდა მისი მოგება. ამასთან, გვინდა, რომ სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ და ეს შესაძლებლობა განვითარებისთვის გამოვიყენოთ.

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე ყოველწლიურად რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეს გამოვცდით, რომლებსაც ექნებათ 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი. ახალი სახეების გამოჩენა ბუნებრივი პროცესია და ყოველ წელიწადს ვიხილავთ უფრო მეტ ახალგაზრდა მორაგბეს - მათ უკვე სანაკრებო ასაკი უწევთ. ისინი უკვე მზად არიან, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ.

წელსაც რამდენიმე ახალი მოთამაშე გვეყოლება, რომლებსაც ჯერ კიდევ უწევთ 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ დიდი მომავალი აქვთ და ზუსტად ახლაა კარგი დრო, რომ ისინი ეროვნულ გუნდში ჩავრთოთ.

ნოემბერში მარიფილდზე
წელს ნოემბერში შოტლანდიას "მარიფილდზე" ვესტუმრებით. ჩვენ ისტორიაში პირველად ვითამაშებთ ამ სტადიონზე მასპინძლების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მატჩი იქნება.

გარდა ამისა, ნოემბერში გვექნება კიდევ ორი მაღალი დონის ტესტ-მატჩიც, ხოლო მეტოქეთა ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ტესტები თბილისის თასის ნაცვლად
2016 და 2017 წლების ივნისში ჩვენ ვგეგმავთ ძლიერ გუნდებთან თამაშს. შესაბამისად, აღარ იარსებებს "თბილისის თასი" და საქართველო გაემგზავრება ოკეანეთში, სადაც კუნძულელებს დავუპირისპირდებით.

საკმაოდ რთული მატჩები გველის, თუმცა ივნისის ტესტები არის ერთადერთი ფანჯარა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო მაღალი დონის მატჩების სათამაშოდ.

ლევან მაისაშვილი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
ჩვენ ძალიან გავიმართლა, რომ სამწვრთნელო შტაბში ლევან მაისაშვილი გვყავს. მაისაშვილი საქართველოში ბოლო წლების ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი. მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, იგი ყოველთის ძალიან კარგ გუნდს აყალიბებდა.

უკანა ხაზის მწვრთნელი, მაიკლ ბრედლი კვლავ ჩვენს გუნდშია. აგრეთვე სამწვრთნელო შტაბშია 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე - მას საკმაოდ რთული წელი ელის. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში შედის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.

შეთანხმება "ტულონთან"
ჩვენ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი შეკრების დროს შევუთანხმდით "ტულონს", რომ ისინი ამ პერიოდში კლუბში სათამაშოდ მამუკა გორგოძეს, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძეს საკლუბო მატჩებზე არ გამოიძახებდნენ.

სანაცვლოდ კი შევპირდით, რომ მათ "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის პირველ სამ მატჩზე არ გამოვიძახებდით.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბსოლუტური დასტური გიორგის, რა თქმა უნდა ბევრი ახალგაზრდა უნდა გამოიცადოს, მით უმეტეს კარგი თაობა მოდის, როცა იქნება ხომ შევალთ იმ დახურულ სივრცეში და ასე ტუ ისე რაღაც დონეზე მზად იქნებიან
gela
12:36 03-02-2016
0
ჩემი აზრით ერთა თასსზე დაახლოებიტ 5 ახალგაზრდა მოთამაშე უნდა იყოს ყოველ თამაშში, არაუშავს წავაგოთ, მთავარია რო გამოცდილება მიიღონ 19 წლისთვის. 4 წელი ბევრია და ამ მომენტში საკმაოდ ავიმაღლებთ დონესაც
giorgi
23:28 02-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული