"ბორჯღალოსნებმა" გერმანიასთან მატჩისთვის მზადება "შევარდენზე" დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 6 თებერვალს ერთა თასის გათამაშების პირველ ტურში გერმანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა, რომელიც "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება, 14 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ჯერ კიდევ გასულ კვირაში დაასახელა. გუნდი საწვრთნელ შეკრებაზე "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 1-ელ თებერვალს შევიდა.

გამოძახებულთა შორის არ არიან: მამუკა გორგოძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა, ვასილ კაკოვინი, დავით ქუბრიაშვილი, ლევან დათუნაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი. ამ უკანასკნელმა ახლახან დისკვალიფიკაცია მიიღო და ერთა თასზე ნაკრებს ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოს ნაკრებმა გერმანელებთან
სტუმრად ითამაშა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 64:8 დაამარცხა. იმ შეხვედრაში ჩვენმა მორაგბეებმა 10 ლელო გაიტანეს - სამი ზურაბ ჟვანიას ანგარიშზე იყო, ორი ალექსანდრე თოდუამ მიითვალა, არბიტრმა ამდენივე საჯარიმო ლელო დააფიქსირა, თითო ლელო ლაშა ხმალაძის, გიორგი ნემსაძისა და ალექსანდრე ხუციშვილის აქტივშია.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), შალვა მამუკაშვილი (გლაზგო), ზურაბ ჟვანია, გიორგი მელიქიძე (ორივე - სტად ფრანსე), ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო).
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), საბა შუბითიძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (ბეზიე), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი)
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ყოჩები), რეზო ჯინჭველაშვილი (აია).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), გიორგი აფციაური (არმია), მურაზ გიორგაძე (არმაზი)
#15: მერაბ კვკრიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

გერმანიის ნაკრები
ტომ ბერენდტი, ტორე შმიდტი (სანკ პაული), პასკალ ფიშერი (ჰანოვერი), შონ არმსტრონგი, კეჰომა ბრენერი, ბენიამინ დანსო, იარიდ ელსი, სემი ფუშსელი, იაკო ოტო, რაინორ პარკინსონი, მიკაელ პოპმეიერი, ჰენდრიკ ფან დერ მერვე, ტიმო ვოლენკემპერი, ალექსანდერ ვიდიკერი, არტურ ზეილერი (ჰეიდელბერგი), ერიკ მარქსი (ააშენი), გაბრიელ იაგერი, რობერტ ლემანი (როტვეილი), მარკ სტინდერა (ფრანკფურტი), მორის რიეგე, ნიკო ვინდემუთი (გერმანია ლისტი), მარკუს ბენდერი, მაქსი რეინარდი (ჰანდსუშეიმი), რობ მეი, ოილვერ პაინი, იორნ შროდერი, ჯერემი ტე ჰუია (ფორზეიმი), მატიას შოსერი (აბერდინი), დალ გარნერი (ლაკტონიანსი), უმბერტი პილა (სან დონა).

რაგბი ევროპა
6 თებერვალი
საქართველო-გერმანია
რუსეთი-ესპანეთი
რუმინეთი-პორტუგალია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეცადოთ უფსკრულამდე სხვაობით,დიდი ანგარიშით მოგება.ბრუციანი,ექვსი ერის მესვეურთა,ლიბრ გადაკრულ,დალარებით დავსებული თვალების აფკის, ქართული ლელოს ხანჯლით გაფობით და მკაფიოდ დასანახად მათთვის,რომ თითქმის მათი ლიგის დონის ბორჯღალნი ვართ,თუ კი გვძალუძს ძალიან განმასხვავებელი შედეგის დადება,ალემანტელები ხომ დაკები არ არინ,უნდა შევძლოთ.ვერ არის "ქართულად თქმულად"სიტყვიერი ბაქიაობა,მაგრამ საქმით თუ დავუმტკიცებთ,ჭიშკარსაც გაგვიღებენ, ახლო მომავალში
M.Z.
16:04 02-02-2016
0
რას ეწევი ესეთს კაცურად თქვი
M.Z-ს
03:24 03-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული