"ბორჯღალოსნები" 4 თებერვალს ღია ვარჯიშს გამართავენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 4 თებერვალს "შევარდენზე" ღია ვარჯიშს გამართავს.

ვარჯიში 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება ტრადიციულად ყველასთვის თავისუფალია.

აქვე გეტყვით, რომ საქართველო-გერმანიის რაგი ევროპის მატჩი 6 თებერვალს 14:00 საათზე ავჭალის სტადიონზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროში 4 და 5 თებერვალს 11-დან 19 საათამდე, ხოლო 6 თებერვალს ბილეთები 12 საათიდან მატჩის დაწყებამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

აქვე გაცნობებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაუნომრავია, აქედან გამომდინარე ქომაგებს ვურჩევთ თადარიგი დაიჭირონ და მატჩზე ადრე მოვიდნენ, რათა კარგი ადგილების
დაკავება შეძლონ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული