"ბორჯღალოსნები" 5 თებერვალს კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ

AutoSharing Option
5 თებერვალს საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებები კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

ამავე დღეს ნაკრებების წინასამატჩო პრესკონფერენცია ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩატარდება.

საერთაშორისო სეზონის სტარტამდე ერთი დღით ადრე საქართველო და გერმანია კაპიტნის ვარჯიშებსა და წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავენ ავჭალის სარაგბო სტადიონზე, 15:15 საათზე.

"ბორჯღალოსნების" კაპიტნის ვარჯიში 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო გერმანიის ნაკრების 15:30 საათზე.

აკრედიტირებულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ: საქართველო-გერმანიის მატჩზე ვინც გამოაგზავნეთ აკრედიტაციის მოთხოვნა, სააკრედიტაციო ბარათის მიღება მოხდება პრესკონფერენციაზე. ბარათები გაიცემა მხოლოდ ამ პრესკონფერენციაზე. პრესკონფერენციის შემდეგ და მატჩის დღეს სააკრედიტაციო ბარათები არ გაიცემა!

შეგახსენებთ, რომ
საქართველო-გერმანიის "რაგბი ევროპის" მატჩი ავჭალის სტადიონზე 6 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული