მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ესპანეთი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა. ის ძალიან სწრაფი გუნდია და კარგად გადადის კონტრშეტევებზე. თანაც, ესპანელებს ბევრი ახალი მოთამაშე ჰყავთ. ეს კი ერთგვარი პლუსია მათთვის - ესპანეთის ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს არ ვიცნობ.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ხვალინდელი თამაში ამ სეზონში იქნება ყველაზე რთული. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემი
შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):
"ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, ტაქტიკები დავამუშავეთ და გვსურს, დიდ გუნდებთან მოახლოებული თამაში ვითამაშოთ. ეს ყველაფერი მარტივი არაა და ვეცდებით, მაქსიმუმი გავიღოთ.
კარგად დავიწყეთ წელი და ეს, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს ჩემპიონატის დამსახურებაა, სადაც სერიოზული გამოცდილება მივიღეთ და ამან შედეგი გამოიღო.
ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში ორმაგად საპასუხისმგებლოა. ჩვენმა ქომაგმა უკვე შეისწავლა რაგბი, შეისწავლა მისი პრინციპი, მისი ხიბლი და გვსურს, მაყურებელს ჩვენი თამაშით სიამოვნება მივანიჭოთ".
ესპანელების თქმით კი, ისინი "იაპონია 2019"-ისთვის ემზადებიან და შემადგენლობას მატჩიდან მატჩამდე ამიტომ ცვლიან. ესპანელთა თავკაცის თქმით, მას სურს მაქსიმალურად ნახოს საქმეში ყველა მოთამაშის შესაძლებლობა.
ესპანელთა აზრით, ამ ეტაპისთვის ისინი დონით რუსეთსა და რუმინეთს უტოლდებიან, საქართველოს კი ტურნირზე საუკეთესოდ მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება ხვალ, 27 თებერვალს, 17:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ესპანეთთან შეხვედრისთვის ცნობილია