რატომ არ გვეყოლება მამუკა გორგოძე რუსეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული "ტულონის" წევრმა მამუკა გორგოძე ტელევიზია "რუსთავი 2"-თან ეროვნულ გუნდში მის არყოფნაზე ისაუბრა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გუშინ, 11 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს გორგოძე კლუბის ინტერესებს ნაკრებისაზე უფრო წინ აყენებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

"მითქმა-მოთქმა, თითქოს რუსეთთან მატჩისთვის არ ჩამოვიდა, უარი თქვა და რაღაცა, ინფორმაცია მომდის, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირსა და კლუბს შორის შეთანხმება იყო, რომ მე არ მაქვს იმ შეხვედრებზე წამოსვლის უფლება, რომლებიც გუნდის მატჩებს დაემთხვევა.

არასდროს მითქვამს საქართველოს
ნაკრებზე უარი და მსგავს რაღაცებს მოეშვან. ეს ლამაზი არ არის. 11 წელია ნაკრებში ვთამაშობ და უკვე გამიცნეს, როგორი პიროვნებაც ვარ და ამაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა გორგოძემ "რუსთავი 2"-თან.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს სოჭში, ევროპის ერთა თასი 2016-ის ფარგლებში, საქართველო რუსეთის ნაკრებს შეხვდება.

- "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
მე ახლოს არ ვიცნობ მამუკას, ვწერ რიგითი მოქალაქე და გულშემატკივარი. ხალხო (ეხება იმას ვისაც რაიმე უარყოფითი აქვს ნათქვამი ან გაფიქრებული ამ კაცთან დაკავშირებით) ნამუსი აღარ შეგრჩათ... რა დღეშე ხართ, გორგოძეზე რაიმე აუგის გავლება შეიძლება? კაცზე, რომელმაც სხვა ჩვენ ბიჭებთან ერთად მთელი ისტორია შექმნა? რომელმაც ქართველი ვაჟკაცი დაანახა მსოფლიოს? რომლისგანაც ჩვენი მომავალი თაობა მაგალითს იღებს? გორგოძემ რომც არ ითამაშოს არავის აქვს უფლება რაიმე სთქვას მის შესახებ უარყოფითი. რაც მან უკვე გააკეთა ეგეც საკმარისია. გაიხარე მამუკა, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში შენც და დანარჩენ ბიჭებსაც...
giorgi
11 მარტი 2016 14:38
0
კაცი ხარ მამუკა კაცი,ნაღდი ქართველი, სამაგალითო და მისაბაძი ვაჟკაცი!შენ გენაცვალე ჯიგარში შენა!და ამ კუანა პროვოკატორებს ყურს ნუ უგდებ,რაც არ უნდა იკნავლონ, იმას ვერავინ დამაჯერებს რომ შენზე მეტად მათ შესტკივათ სამშობლოზედ გული!
სულითა და გულით დიდი ადამიანია გორგოძილა!
11 მარტი 2016 14:32
0
qar - "ნუ იგონებთ ხოლმე რაღაცეებს და ნუ აბუქებთ". .... რომელი კომენტარი მოგეჩვენა გაბუქებულად? ადრესატი მაინც დაგესახელებინა. ...
aliko
11 მარტი 2016 13:50
0
ძალიან ცუდი რომ კლუბსა და რაგბის კავშირს შორის ასეთი შეთანხმება არსებობს... ესეიგი კლუბი უფრო მაღლა დგას ვიდრე ნაკრები... არა აქვს მნიშვნელობა რუსეთს ეთამაშები თუ არა... ნაკრებში თამაში საამაყოა.
თევდორე
11 მარტი 2016 13:43
0
რაგბის კავშირსა და კლუბს შორის იყო მიღწეული შეთანხმება, თუ მამუკა მსოფლიოზე ითამაშებდა მაშინ ერთა თასის 3 თამაშზე არ წამოვიდოდა. ასეთი შეთანხმება ბევრ ვარსკვლავთან კეთდება საერთოდ სხვა ნაკრებებშიც. მამუკა რო ვარსკვლავია აქედანაც ჩანს. ნუ იგონებთ ხოლმე რაღაცეებს და ნუ აბუქებთ, თუ არ იცით იკითხეთ მაინც.
qar
11 მარტი 2016 13:32
0
მამუკა შენი ყოველთვის გვჯეროდა და ახლაც გვჯერავს, შენ ჩვენი რაგბის ლეგენდა ხარ და ლეგენდა ყოველთვის ლეგენდაა.
ბორისი
11 მარტი 2016 13:23
0
ჩვენი სიამაყე კაცი!
ბმბ
11 მარტი 2016 13:18
0
ხომ არძლევენ რუსებს ამ თამაშს?ზაქარეიშვილმა ხომ არ ჩააწყო?))
მაინც არ ვენდობი ამათ
ტოტო
11 მარტი 2016 12:56
0
მიზეზი შეიძლება მისაღებია, მაგრამ ფაქტია რომ ნაკრებში აღარ ჩამოდის. მე მაინც დავდივარ თამაშებზე, მაგრამ როცა მამუკაა ნაკრებში,უნდა ვაღიარო, რომ სულ სხვა განწყობაა ყველაში. პირველ რიგში მისი თამაშის სტადიონზე ხილვა მანიჭეწბს უდიდეს სიამოვნებას. ესაა და ეს, თუ არა ისედაც ვიცი რომ ჩვენები პირველ ადგილს არავის დაუთმობენ. მსოფლიოზე კი ისედაც გასულები ვართ. ანუ მინდა ვთქვა, რომ მამუკა არის უდიდესი მოტივაცია ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის, უყუროთ რაგბს და ვიაროთ სტადიონზე. ღმერთმა ნუ ქნას და რუსებთან..... ოოოოოოოოოოოოო
aliko
11 მარტი 2016 12:32
0
მამუ, შენ მაგაზე არ იდარდო - ძაღლებს და კატებს რა დალევს ამ ქვეყანაში

ვუახლოვდებით იმ კონდიციებს, როდესაც ერთა თასს ტოპ მორაგბეების გარეშე, მე-2 / მე-3 შემადგენლობით მოვიგებთ
giorgi
11 მარტი 2016 12:25
0

სიახლეები პოპულარული