რატომ არ გვეყოლება მამუკა გორგოძე რუსეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული "ტულონის" წევრმა მამუკა გორგოძე ტელევიზია "რუსთავი 2"-თან ეროვნულ გუნდში მის არყოფნაზე ისაუბრა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გუშინ, 11 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს გორგოძე კლუბის ინტერესებს ნაკრებისაზე უფრო წინ აყენებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

"მითქმა-მოთქმა, თითქოს რუსეთთან მატჩისთვის არ ჩამოვიდა, უარი თქვა და რაღაცა, ინფორმაცია მომდის, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირსა და კლუბს შორის შეთანხმება იყო, რომ მე არ მაქვს იმ შეხვედრებზე წამოსვლის უფლება, რომლებიც გუნდის მატჩებს დაემთხვევა.

არასდროს მითქვამს საქართველოს
ნაკრებზე უარი და მსგავს რაღაცებს მოეშვან. ეს ლამაზი არ არის. 11 წელია ნაკრებში ვთამაშობ და უკვე გამიცნეს, როგორი პიროვნებაც ვარ და ამაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა გორგოძემ "რუსთავი 2"-თან.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს სოჭში, ევროპის ერთა თასი 2016-ის ფარგლებში, საქართველო რუსეთის ნაკრებს შეხვდება.

- "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
მოდით, ვიყოთ რეალისტები: დღევანდელი რუსეთის ნაკრები ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი გუნდი; კი, რა















levani kaxeti
11 მარტი 2016 16:39
0
გაიხარე მამუკა ! ! !

მჯერა, რუსეთთანაც იქნებოდა მამუკა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ წელს რუსეთის ნაკრები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სუსტად გამოიყურება.
ამ დროს ჩვენი უპირველესი ვარსკვლავის სოჭში ჩაყვანა ნამეტანი დიდი პატივისცემა გამოვიდოდა რუსებისათვის.
პანტელეიმონი
11 მარტი 2016 16:33
0
ძალიან კარგად მახსოვს თქვენ გეწერათ შეთანხმება ასეთი იყო: მამუკა პირველ სამ თამაშს გამოტოვებდა ნაკრების, სამაგიეროდ მას შემოდგომის ტესტებზე პრობლემა არ ექნებოდა. სამი მატჩი გავიდა, რუსეთი მეოთხეა და შეთანხმებით უნდა ჩამოსულიყო
giorgi
11 მარტი 2016 16:26
0
დათოს! შენ, ესენი, მგონი ფეხბურთელებში აგერია ძმობილო!
jiji
11 მარტი 2016 16:09
0
კი მაგრამ რაგბის კავშირი რატომ დათანხმდა
ასეთ კონტრაქტს. უფრო ძვირად რომ გაყიდულიყოო!? თუ სახვეწნად ჰქონდათ ქართველებს საქმე ფრანგებთან. აქ რაღაც ძაღლის თავია დამარხული და ამ ცუდ საქმეში რაგბის კავშირიც და თვით გორგოძეც ცოდავს უეჭველი. გორგოძე, შენ ქართველმა ხალხმა საქართველოს ნაკრებიდან შეგიყვარა. ....
okribeli
11 მარტი 2016 16:06
0
12 მარტს საქ.ნაკრები მინიმალური ანგარიშით წააგებს რუსეთის ნაკრებთან.ვისაც უნდა დავენიძლავები
დათო
11 მარტი 2016 15:45
0
თუ დარწმუნებულები არიან რომ რუსეთს მამუკას გარეშე მოუგებენ, მაშინ ნამდვილად არ უნდა ჩამოიყვანონ. მაგის ტრამვა არაფრით არ შეიძლება. ღმერთმა ნუ ქნას და თუ წავაგებთ, მაშინ პასუხისმგებლობა ფედერაციაზე იქნება. რაც შეხება მამუკას კაცობას , მაგ ადამიანმა უკვე დაამტკიცა თავსი ადამიანობა და სამშობლოს სიყვარული. ნეტა მაგისთანა შვილი გაიზარდოს ჩემი.
hg
11 მარტი 2016 15:24
0
მამუკა ერთა თასის თამაშებზე არ უნდა ,,შევაწუხოდ" უკვე უნდა გვქონდეს იმის ამბიცია რომ ერთა თასის გუნდები მეორე შემადგენლობითაც დავამარცხოდ (თუ მართლა გვინდა 6 ერში შეღწევა) თან ისიცაა, რომ ამ დროს სხვებსაც ეძლევათ საშუალება წარმოჩინდნენ, აი ლაშა ლომიძე მის ადგილზე მშვენივრად თამაშობს და მამუკას არ ყოფნა მისი წარმოჩენის კარგი საშუალება იყო. გასაგებია, რომ როცა ის მინდორზეა სხვა ხიბლი აქვს თამაშს, მაგრამ ადამიანია ისიც და როცა არის ამის საშუალება უნდა დავზოგოთ!
მის პატრიოტიზმში კიდე თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და მის ამ ნაბიჯს სხვანაირად აფასებს ვაი იმის პატრონს...
irakli Apkhaidze
11 მარტი 2016 15:10
0
როგორ არ გითქვამს მამუკა. აი, თუნდაც ახლა ამ მატჩში თქვი უარი და ეს პირველი შემთხვევა არ არის!
ვფიქრობ რომ თუ ფეხბურთელებს და კალათბურთელებს მსგავს შემთხვევაში ვაკრიტიკებთ, არც მორაგბეებს უნდა ედოთ ტაბუ
giorgi
11 მარტი 2016 15:03
0
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეთანხმება იყო ამგვარი: გუნდში ითამაშებს მამუკა და ნაკრებში არ ჩამოვა ერთა თასის უმეტეს თამაშებზე, მაგრამ ამერიკის ტურნე იქნება თუ თბილისის თასი, ნაკრებს მიეხმარება.
ჯერ ერთი ისაა კარგი, რომ ახალგაზრდებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება და გუნდი უფრო გაიზრდება თორე მამუკა რა ძალაცაა ყველამ ვიცით და რა გულის კაციცაა ისიც. ამიტომ ცრუ პატრიოტიზმს მოვეშვათ და ნურავის გადავახტებით. რუსეთის მსგავსი ფარჩაკი გუნდების დასამარცხებლად მამუკა გორგოძე არ უნდა დაგვჭირდეს და ამერიკა-კანადასთან გორგოძის გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდება.

მამუ მაგარი ხარ და ყველას გვიყვარხარ! ნუ მიაქცევ ნურაფერს ყურადღებას, შენ არაფერი დასამტკიცებელი ქვეყნისთვის არ გაქვს, კაცური კაცი ხარ!!
rati
11 მარტი 2016 14:56
0

სიახლეები პოპულარული