"ბორჯღალოსნებმა" სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთის ნაკრებთან ევროპის ერთა თასის მატჩი გამართა.

შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3.

მე-18 წუთზე ლევან ხმალაძემ ოსტატურად გადაჰკიდა ბურთი მეტოქეს და თამაზ მჭედლიძეს ლელოს დადება არ გასჭირვებია. ლელოს კვირიკაშვილმა გარდასახვა მიამატა და "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 0:10.

49-ე წუთზე ლელოს გატანა უკვე ანტონ ფეიქირშვილმა შეძლო, ამას დამატებული ზუსტი გარდასხვა და ანგარიში - 0:17 გახდა.

62-ე წუთზე საკუთარ ანგარიშზე ლელო გიორგი ნემსაძემ ჩაიწერა, კვირიკაშვილმა კი გარდასხვა კვლავ ზუსტად
შეასრულა - 0:24.

71-ე წუთზე მეტოქემ შეძლო ლელოს დადება, რასაც ზუსტი გარდასახვა მიამატეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 7:24.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 24:7 იმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
მადლობა ბიჩებს გამარჯვებისტვის, მაგრამ ტამაშის ასეტი ხარისხიტ, 6 ერში არაფერი გვესაქმება
ალეკსანდრე
12 მარტი 2016 19:27
0
რუმინეთთან უკეთ ითAმაშებებენ, დარწმუნებული ვარ!!!
Tariel
12 მარტი 2016 19:20
0
ასეთი შემადგენლობით და ასეთი თამაშით თუ მოუგებდით რუსებს რას გვაინტრიგებდით, მამუკა გორგოძეს არ ყოფნით. )))
ისე "ჭ" ჯგუფის თამაშს ჰგავდა.
რომ წაგვეგო გავბრაზდებოდი.
გგ
12 მარტი 2016 19:00
0
გამარჯვებისთვის მადლობა ბიჭებს,
მაგრამ ესეთი ცუდი თამაში ჩვენი ნაკრების შესრულებით მეორე არ მინახავს. უამრავი შეცდომა, არაორგანიზებულობა და მოტივაციის ნაკლებობა დავინახე პირადად მე, უსუსტესად ითამაშეს, თორემ რუსეთის ნაკრები 40 -0 კი უნდა გაგვეხია, არც იმათ უთამაშიათ განსხვავებულად იგივე ნაგავი იყო რასაც ამდენი წელია ვუყურებთ.
საბოლოო ჯამში ეს თამაში ჩემთვის წაგების ტოლფასი იყო.
ზურა
12 მარტი 2016 18:36
0
ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს !!!!
მონდომების გარდა მემგონი რაღაცეები გვაკლდა, უკეთესი თამაშების იმედით რუმინეთთან.
ათეული ძალიან მაგარი იქნებოდა:)
daviti
12 მარტი 2016 18:23
0
ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს !!!!
მონდომების გარდა მემგონი რაღაცეები გვაკლდა, უკეთესი თამაშების იმედით რუმინეთთან.
ათეული ძალიან მაგარი იქნებოდა:)
daviti
12 მარტი 2016 18:23
0
გამარჯვება კარგია მაგრამ თამაშის ხარისხი ...??? საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე ესეთ უსახურ რაგბის არ უნდა თამაშობდეს!!!
კომენტატორები ხომ საერთოდ....... სად იპოვეს ესენი??????????
TT7
12 მარტი 2016 18:18
0
ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს !!!!
მონდომების გარდა მემგონი რაღაცეები გვაკლდა, უკეთესი თამაშების იმედით რუმინეთთან.
ათეული ძალიან მაგარი იქნებოდა:)
daviti
12 მარტი 2016 18:17
0
გაიხარეთ როგორც ჩვენ გაგვახარეთ თქვენი თამაშით
Dato
12 მარტი 2016 18:13
0
Gaixaret
Dato
12 მარტი 2016 18:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული