Pundit Arena: საქართველო იტალიას ორი ადგილით უსწრებს, ეს სერიოზული არგუმენტია

AutoSharing Option
Pundit Arena მსოფლიო რაგბის ახალ რეიტინგ-ლისტს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაისაკუთრა მე-12 ადგილი.

გეტყვით, რომ იტალიის ნაკრები, რომელიც ექვსი ერის მონაწილე ქვეყანაა, მე-14 ადგილზეა და პირველად ამ გუნდს ორი საფეხურით ვუსწრებთ.

"იტალიის ნაკრები ახლა მხოლოდ მე-14 ადგილზეა, მას საქართველოს ნაკრები ორი ადგილით უსწრებს. ეს კი ქართველთათვის ძლიერი არგუმენტია ექვს ერში დამატების მოთხოვნისთვის".

***
"რეპუბლიკამ" ჩაწერა ინტერვიუ იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტ ალფრედო გავაცისთან. მოგეხსენებათ, ბოლო ტურის წინ იტალიას დიდი შანსი აქვს ბოლო ადგილი "ხის კოვზით" (ყველა მარცხი) გაიფორმოს.

"ჩვენ
მხოლოდ ახალ საუკუნეში დავემატეთ ექვს ერს, ბუნებრივია, ძნელია, იმ ნაკრებებთან ჭიდილი, რომლებიც 150 წელია, ერთმანეთში თამაშობენ. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში მოგება შეგვეძლო და ყველამ ნახა, როგორ ვეთამაშეთ შოტლანდიას", - განაცხადა გავაციმ, რომელსაც ბოლოს სწორედ საქართველოს ნაკრებზე დაეკითხნენ.

- კი მაგრამ, მალე რომ მოგთხოვონ ექვსი ერის დატოვება, ანაც, საკუთარი სიძლიერის საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებთან დამტკიცება?
- ეს ნონსენსია! ჩვენ მსოფლიო რაგბიში პატივისცემა უკვე დავიმსახურეთ. მოთმინება და სიმშვიდე მეგობრებო, 2-3 წელიწადში საუკეთესოებთან ტოლ-სწორად ვითამაშებთ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
გასწრება ერთია, მაგრამ მთავარია იტალია დავამარცხოთ (რუმინეთზე აღარაფელს ვამბობ).ამის შამს დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოგვცემენ. აი მაშინ გამოჩნდება ღისი ვართ თუ არა 6 ერისთვის.
ქომაგი
17 მარტი 2016 16:01
0
პლეიოფია 6 ერის გასაღები. გვათამაშონ 6 ერის ბოლოადგილოსანთან თუნდაც ერთი საპლეიოფო თამაში "უმაღლეს ლიგაში" გადასასვლელ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე. დაუშვან ესეთი პრეცენდენტი ერთა თასის გამარჯვებულისათვის და ეს იქნება რეალური განმსაზღვრელი ძალთა ბალანსისა და ცხადია სამართლიანიც.
kofee11
16 მარტი 2016 23:57
0
იტალია ალბათ იმიტომაც ერიდება ტესტ მატჩებს საქართველოსა და რუმინეთისნაირ გუნდებთან რომ წაგების შემთხვევაში უკვე უიმედოდ დაქვეითდება მსოფლიო რეიტინგში
Temur
16 მარტი 2016 17:02
0
მეგობარო მაგას რომ ამბობ, რაიმე სახის სტატისტიკურ ინფორმაციას მაინც თუ ფლობ? იცი რამდენი ტესტი აქვს ჩატარებული იტალიას პირველი ეშელონის გუნდებთან? 196 მატჩი აქედან 23 აქვს მხოლოდ მოგებული (აქედან ისიც 8 სკოტებთან და 3 არგენტინასთან, როცა არგენტინა ჯერ კიდევ მეორე ეშელონის გუნდათ ითვლებოდა.) რა დმსახურებებზე გველაპარაკები. გვათამაშონ 200მდე ტესტი პირველ ეშელონთან და ნახავ სად იქნება საქართველო რეიტინგში.
P.S. რაგბი ჩვენი თამაშია
თედოს
16 მარტი 2016 13:36
0
გაითვალისწინეთ რომ საქართველომ ეს ადგილი მოიპოვა არიფებთან მოგებებით, იტალიამ კი მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან თამაშებით...
თედო
16 მარტი 2016 11:00
0
ძალიან მაინტერესებს სად დაინახეთ რუსეთთან ბიჭების უჯიგრო თამაში?თქვენისთანა ვაი-ურა გულშემატკივრებს რა ვუთხარი!!!!რაგბის გაგებაში არა ხართ კლავიატურის ლომებო!!!
თაზო
16 მარტი 2016 10:34
0
რეალურად რომ შევხედოთ იტალიის ნაკრებზე უკეთესები ვართო ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვი ფიზიკური კონდენციებით, აი ჯიგარს და მორალურ შესაძლებლობებშ კი ვჯობივართ ჩემი აზრით. მაგრამ ძალიან მაინტერესებს იტალიელები ტესტ მატჩებს რატომ არ გვეთამაშებიან... აი ეგ მაინტერესებს მაგრად, სხვათაშორის არც რუმინელებს ეთამაშებიან.
ირაკლი
16 მარტი 2016 10:18
0
იმ თამაშით, რაც რუსებთან ვაჩვენეთ, ექვს ერში არაფერი გვესაქმება. აქ აქცენტი იმაზე აქვს ზოგიერთს გადატანილი, რომ რუსებთან მოტივაცია არ გვქონდაო. კი ბატონო, მაგრამ ამ თამაშს ხომ სხვებიც უყურებენ (მაგალითად ექვსი ერის ბოსები), იმათ დასანახად მაინც უნდა აჩვენო რაიმე კარგი და შთამბეჭდავი. იმ მაყურებელზე რომ არაფერი ვთქვათ, ვინც სტადიონზე მოვიდა ან ტელეეკრანიდან უყურა თამაშს. ესაა თორე, რუსების ამ გუნდს ასიდან ასს მოუგებთ.
giga
16 მარტი 2016 10:12
0
რუსეთთან რა ჯიგარი უნდა ქონოდან უაზრო ნაკრები ყავთ და ცალი ფეხით მოუგეს პატივიც არ სცეს, რომ ჯიგარი დაედოთ
me
16 მარტი 2016 09:47
0
რა შეშინებული ჩანს.
Giga
16 მარტი 2016 00:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული