რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა გასულ უქმეებზე, რუსეთის ნაკრებთან მატჩში ცხრა ქულა დააგროვა და 700-ქულიანი ბარიერი გადალახა.

"მეკოს" ანგარიშზე ახლა 705 ქულა აქვს და ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მე-14 ადგილზეა. მოქმედი მორაგბეებიდან მას იაპონელი აიუმი გორომარუ უსწრებს, რომელმაც დღემდე ეროვნულ ნაკრებში თამაშისას 708 ქულა დააგროვა. კვირიკაშვილს სამი ქულით ჩამორჩება რუმინელი შუამარბი ფლორინ ვლაიკუ.

აღსანიშნავია, რომ ყველა მორაგბეს, რომლებიც კვირიკაშვილს უსწრებენ, სარაგბო კარიერა დასრულებული აქვს. ქართველ მორაგბეს კარგი შანსი აქვს, საუკეთესო მექულეთა ათეულში შევიდეს.

ყველაზე მეტი, 1 598 ქულა ახალზელანდიელ
დენ კარტერს
აქვს. მას კვალში უდგას ინგლისელი ჯონი ვილკინსონი - 1 246 ქულა. მესამე ნეილ ჯენკინსია - 1 090, მას შვიდი ქულით ჩამორჩება ირლანდიელი რონან ოგარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარტერს არ დაუნებებია... თუ სანაკრებო კარიერას გულისხმობდით შეასწორეთ. ხალხს შეცდომაში შეიყვანთ ასე
giorgi
14:04 17-03-2016
0
სტატიის სათაურია - "რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება".
და ამ დროს ნახსენებიც არაა რამდენით ჩამორჩება მეათე ადგილს და ვინაა მეათეზე!!!!!
მესამე ადგილი რაში მაინტერესებს, თუ მეათეს ვუმიზნებთ?? ....
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული