საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო. შერკინებაში ტრადიციულად ვჯობდით და არც თამაშის სხვა კომპონენტებში ჩამოვრჩებოდით. მეტიც, ჩვენი მორკინალების ძალისხმევას უკანახაზელებიც მხარს უბამდნენ და ორივე ლელო ჩვენი გუნდიდან შუამარბმა დავით კაჭარავამ გაიტანა. ორივე ისეთი იყო, ნებისმიერ მორკინალს რომ შეშურდებოდა.
თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო და უკვე მეორე წუთზე ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა
საქართველოს ნაკრები გაშვებული ლელოს შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვიდა, თამაში დაალაგა და უპირატესობას დაეუფლა. 21-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან საკუთარი დერეფანი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბედად ის მგეზავ ლაშა ხმალაძის ნადავლი შეიქნა, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ ჩათვლის მოედანს მიუახლოვდა. წარმოქმნილი რაკიდან ერთი მოკლე დარტყმა ანტონ ფეიქრიშვილმა განახორციელა, მერე იერიში ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ განაგრძო. ისევ რაკი. ამჯერად, ბურთთან დავით კაჭარავა გაჩნდა და ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:7.
ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს. 13:10, ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.
შესვენების შემდეგ, საწყის ხუთ წუთში მეტოქეებმა ისევ თითო საჯარიმო გაცვალეს - 16:10.. მერე, დიდი ხნის განმავლობაში, 72-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა. არადა, კვირიკაშვილმა ორჯერ ვერ გამოიყენა საჯარიმო დარტყმა.
თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე ტონგელებმა ანგარიშში დაწინაურება შეძლეს. მათ ლელო გაგვიტანეს და არც გარდასახვა გასჭირვებიათ - 20:16.
თამაშის დასრულებამდე დარჩენილი დრო "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გალიეს. ჩვენი გუნდის თავგანწირულმა იერიშმა შედეგი გამოიღო. ტონგელების ლელოს რამდენჯერმე მიუახლოვდნენ, მაგრამ მეტოქე თამაშის წესების დარღვევით ახერხებდა ჩვენს შეჩერებას.
ბოლოს, კაჭარავას მიძალებას ვეღარაფერი მოუხერხა და ჩვენმა შუამარბმა გამარჯვების ლელო გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ გარდასახა - 23:20.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები მასპინძელ ფიჯისთან 24 ივნისს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით დილის 7 საათზე დაიწყება.
ივნისის ტესტები
ტონგა-საქართველო 20:23
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (მალაღურაძე 73), მჭედლიძე (ფრუიძე 73), კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 74). (1-8) ჟვანია (ასეიშვილი 46), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 63), ფეიქრიშვილი (მირცხულავა 46), ჩხაიძე (ჭეიშვილი 70), ნემსაძე, სუთიაშვილი, თხილაიშვილი (ლომიძე 59), ბიწაძე.
2ლ: კაჭარავა (2). 2გ: კვირიკაშვილი, მალაღურაძე. 3ს: კვირიკაშვილი.
ტონგა (15-9) ჰალაიფონია, კატოა, მააფუ, ფოსიტა, იონგი, ჰალა (ჰაკალო 37), ტაკულუა (ნგალუაფე 66). (1-8) აჰოლელეი (საკალია 41-78), ტაიონე (ანგაჰაელანგი 57), ფალეტაუ (პუაფისი 41), კოლოჰოფაი (ფონუა 57), ფალეაფა, ლატუ, რემი, ტაუ.
2ლ: ფონუა, იონგი. 2გ: ტაკულუა, ფოსიტა. 2ს: ტაკულუა, ჰალაიფონუა.
სინბინი: ტაუ
მსაჯი: ნიკ ბრაიანტი (ახ.ზელანდია)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"