"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
ქართველები-კაცები! მარჯი საქართველო!
გია თუთბერიძე
24 ივნისი 2016 11:39
0
რა პრობლემაა ძმა მგლომები არიან ესენი! :))))
ალექსანდრეს
24 ივნისი 2016 11:36
0
გილოცავთ
სოსო0919
24 ივნისი 2016 11:32
0
ბიჭებო ნამდვილი კაცები ხართ.ვამაყობ თქვენით სულ ასე გამარჯვებებით გევლოთ მგლებო.რაგბი საქართველოში ნომერ პირველი სპორტია და მოვითხოვოთ ქომაგებმა რომ ეს სპორტი სათანადოთ დაფასდეს.არაპრის მაქნისებს რომ მილიონებს ტენიან
qartveli qomagi
24 ივნისი 2016 11:32
0
აი აქ კი ყველაზე უნამუსო ოპონენტსაც ჩააგდებინეს ბორჯღალოსნებმა ენა, აბა თქვით და გაბედეთ რომ სტუმრად ფიჯის დამარცხება იოლი საქმეა ნახევარი გუნდით მაშინ როდესაც მათ მხოლოდ 2 ძირითადი აკლდათ. გრანდებსაც უჭირთ მათთან სახლში თამაში. მოკლედ დიდი რევოლუციის მომსწრენი გავხდით დღეს, გმირები ხართ ბიჭებო!!! ჭირიმე თქვენი!!!!!
B-52
24 ივნისი 2016 11:31
0
მაგრა "დევიღალე", მარა კაია! "რაც კაია, კაია"! P.S. გაიხარე ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !
უუუუუუუუუუუუუუჰ!
24 ივნისი 2016 11:29
0
ძველ ქართულად ლემი მგელს ნიშნავდა :) ისე მგლებიც რიან და ლომებიც :D
მაგათ ესე გააგრძელონ და დანარჩენს მოევლება :D
aleqsandres
24 ივნისი 2016 11:15
0
ფიჯი იტალიაზე სუსტი გუნდი რატო გგონიათ ვერ გავიგე. იტალის ფიჯი 10 დან 8 მოუგებს თუ 10ვეს არა
me
24 ივნისი 2016 11:06
0
ამდენი გახარებული ქართველის კომენტარი ბოლოს 4 წლის წინ წავიკითხე არჩევნებზე.... აბა რა, უნდა მოვასწროთ და გავიხაროთ, თორემ სექტემბრიდან მსოფლიოს შესარჩევი იწყება ფეხბურთში.... პირველი თამაში ავსტრიასთან გვაქვს და ისე არიან გაცოფებულები ჯგუფში ჩარჩენით, 1938 წლის ანშლუზი მონაგონია - ჰიტლერმა რომ შეიერთა და მუნდიალიდან ავტომატურად მოქესტეს....ჰოდა, რაგბისტები ხომ არ გაგვეშვა მაგ თამაშზეც - რავი, რას ვკარგავთ, სხვა თუ არაფერი, გავლახავთ მაინცა....
მსქროლავი ტროლი
24 ივნისი 2016 11:05
0
ჯერ გამარჯვებაში ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარებოდა, ეხლა კი გული მწყდება,რომ 15 ქულაზე მეტით ვერ დავამარცხეთ, არადა თურმე სულ ადვილად შეგვეძლო, ცოტა იღბალი რომ დაგვხმარებოდა საჯარიმოებში და გარდასახვაში.. მადა ჭამაში მოდისო,,)) გაიხარეთ ლომებო!!!!
azazelo
24 ივნისი 2016 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული