"ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:3) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი გამარჯვება, როგორც ცალკე აღებული შედეგი, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ეს ტურნე იმით იყო გამოსარჩევი, რომ ჩვენ შევძელით იმის გაკეთება, რაც საქართველოს არცერთ ნაკრებს არ გაუკეთებია მანამდე - ჩამოვედით კუნძულებზე და გავიმარჯვეთ სერიაში.

ამის შესახებ მარტშიც კი ვსაუბრობდით და ყველანი უკვე მაშინ ვიყავით განწყობილნი იმისათვის, რომ ისტორია შეგვექმნა. ოკეანეთში ზაფხულის ტესტების დაუმარცხებლად დასრულება დიდ მიღწევას წარმოადგენს, რომელიც ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს, რათა ზრდა და განვითარება განვაგრძოთ.

ყველას, ჩვენს
ბიჭებს ვულოცავ სულითა და გულით, ვინაიდან ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში უკლებლივ ყველამ დღე და ღამე იმუშავა", - ციტირებს მილტონ ჰეიგის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]
- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
გაიხარეთ ბატონო მილტონ, გაიხარეთ ბიჭებო, თქვენ ხართ იმედი და მაგალითი მთელი ქართველი ხალხისთვის!!! არცერთი ნაბიჯი უკან!!!
giorgi
24 ივნისი 2016 16:26
0
რა ერთი თამაში, თბილისში ორივეს ვიგებთ, შოტლანდიაში კი უნდა გადავაფაროთ საკუთარი კაბებიიიიი
მიროსან
24 ივნისი 2016 16:23
0
მადლობა ამ ადამიანს
zzz
24 ივნისი 2016 16:03
0
რამე სახელმწიფო ჯილდო ცუდი არ იქნებოდა. მართლა დიდი სამუშაო გასწია ამ ადამიანმა და მის ინტერვიუებს, რომ ვკითხულობ ძალიან გვაფასებს
dima
24 ივნისი 2016 16:02
0
გაიხარეთ ბიჭებო!
დიდი მადლობა ყველას, ვინც თავი არ დაზოგა ქართული რაგბის წარმატებისათვის.
ფერნანდო
24 ივნისი 2016 15:56
0
მელიტონ მოვიდა მადა ჭამაში

შემოდგომაზე 1 თამაშის მოგებას არ ვიკმარებთ :D
giga
24 ივნისი 2016 15:53
0
ა ძმაო კაცი...აი ვის უნდა გადაუხადოტ ფული
rezi
24 ივნისი 2016 15:48
0
ასეტი ამაყი არასდროს ვყოფილვარ...ტქვენ გაიხარეტ
Davit
24 ივნისი 2016 15:07
0
gagimarjot
daviti
24 ივნისი 2016 15:03
0
madloba
Davit
24 ივნისი 2016 15:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული