"ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:3) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი გამარჯვება, როგორც ცალკე აღებული შედეგი, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ეს ტურნე იმით იყო გამოსარჩევი, რომ ჩვენ შევძელით იმის გაკეთება, რაც საქართველოს არცერთ ნაკრებს არ გაუკეთებია მანამდე - ჩამოვედით კუნძულებზე და გავიმარჯვეთ სერიაში.

ამის შესახებ მარტშიც კი ვსაუბრობდით და ყველანი უკვე მაშინ ვიყავით განწყობილნი იმისათვის, რომ ისტორია შეგვექმნა. ოკეანეთში ზაფხულის ტესტების დაუმარცხებლად დასრულება დიდ მიღწევას წარმოადგენს, რომელიც ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს, რათა ზრდა და განვითარება განვაგრძოთ.

ყველას, ჩვენს
ბიჭებს ვულოცავ სულითა და გულით, ვინაიდან ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში უკლებლივ ყველამ დღე და ღამე იმუშავა", - ციტირებს მილტონ ჰეიგის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]
- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
ამ კაცს ეკუთვნის ყველა ქართული ჯილდო.ასე მგონია ქართველებს საკუთარი თავი გვაპოვნინა.
ნანა
24 ივნისი 2016 14:37
0
მადლობა მილტონ!ჯიგარი ხარ!გაიხარე და გაგვახარე!
tazo
24 ივნისი 2016 14:33
0
მაგარი კაცი ხარ მილტონ. გაიხარეე!
shota
24 ივნისი 2016 14:28
0
კაცი, გვაფასებს ქართველებს, ეს ჩანს ვაისისადმი მიცემულ რჩევაში
ss
24 ივნისი 2016 14:26
0
დიდი მადლობა ბატონ ჰეიგს, მის შტაბს და რაღა თქმა უნდა ჩვენ გმირ ბიჭებს. საქართველო გაიხარე, თურმე ვაჟკაცობა ისევ მოგვდგამს.
gizog
24 ივნისი 2016 14:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული