საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რეიტინგში ისტორიულ პოზიციას მიაღწია

AutoSharing Option
მას მერე, რაც იაპონიის ნაკრებმა ტესტმატჩში 16:21 წააგო შოტლანდიასთან, გაირკვა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ რეიტინგში ისტორიულ, მე-11 ადგილზე გადავა.

იაპონიის ნაკრებს დააკლდა 0,94 ქულა, ხოლო საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხებისთვის 1,66 ქულა დაემატა. შედეგად, "ბორჯღალოსნებს" 75,23 ქულა აქვთ და მე-11 ადგილზე არიან და მცირედით ჩამორჩებიან ფიჯის, იაპონიას კი უსწრებენ. 

საქართველოს ნაკრები არასოდეს ყოფილა რეიტინგში მე-11 ადგილზე, ეს ისტორიული მიღწევაა. მსოფლიო რაგბი ახალ რეიტინგს ორშაბათს გამოაქვეყნებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რატომ არ ბეჭდავთ? ამის წინანდელ ჩემს მესიჯს,თუ ? არ გსმენიათ,ბრძენ ქართველთა გამონათქვამი:მოყვარეს....უძრახე,მტერს ზურგს....! ნუ სთვლით,საიტის მესვეურნო, თქვენს დასკვნებს ,"თქვენივე სამრეკლოს გამოსახედიდან",სხვათა აზრთა ბეჭვდა არ ბეჭვდისას ,"საბოლოო ჭეშმარიტებად".იმიტომაც ვამესიჯებ ფუნდამენტალურ შენიშვნებს, რომ დიდ რაგბიში ქართველთა აღმასვლა, ის ერთ ერთი "ნათელი სარკმელია" იმ მცირედიდან რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ბოლო დროს წარმატებულად ნაჯაფარიდან ქართველთა ყოფის ერთ ადგილზედ ტკეფნის მრავალგვარობიდან,მაგრმ ისე სწრაფად ფროგრესით ვერა, როგორც საჭიროა და შეგვიძლია,დღევანდელი ,რაგბში და არა მარტო მასში,რესურსების მქონეთ.
Sebastian Chabal.Franse
10:24 27-06-2016
0
საინტერესოა იტალიის ნაკრების მწვრთნელის აზრი ამ ყველაფერზე :)
jaba
08:22 27-06-2016
0

სიახლეები პოპულარული