მერაბ შარიქაძე: ეს არაა დასასრული - მთავარი ახლა იწყება!

AutoSharing Option
სამშობლოში დღეს დაბრუნებულმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა მერაბ შარიქაძემ "ბორჯღალოსანთა" მიერ ოკეანეთის ტურნეზე მოპოვებულ წარმატებაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ოკეანეთის ტურნე ქართველმა მორაგბეებმა ორი გამარჯვებითა და ერთი ფრით დაასრულეს, რითაც რეიტინგში ისტორიული მე-11 ადგილი დაიკავეს.

- ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოში მე-11 გუნდია

"ძალიან წარმატებული ტურნე გამოვიდა. შეიძლება, ისტორიულიც ვუწოდოთ.

ნამდვილად არ ვიცი ვინ რას ელოდა ჩვენგან, მაგრამ ჩვენ, მოთამაშეებს, მწვრთნელებს და ზოგადად, მთელ გუნდს, გვჯეროდა ჩვენი თავის და ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმ მოპოვებული გამარჯვებების.

რეიტინგში მე-11
პოზიცია ძალიან კარგი და სასიხარულოა, მაგრამ ამას შენარჩუნება უნდა, ასე რომ ამით არაფერი მთავრდება. ეს არაა დასასრული, პირიქით, მთავარი ახლა იწყება! მოპოვებაზე ბევრად რთული შენარჩუნებაა", - განაცხადა შარიქაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერაბ გენაცვალე ჟიგარში აკადემიის სამაგალითო კაცო.........
qoiavebi....
00:51 29-06-2016
0
იმედია მომავალში 10ილს გარეთ არასოდეს ვიქნებით. ჩვენ ჯერ ძალიან ცოტა მორაგბე გვყავს და მაინც ამხელა წარმატება გვაქვს. როცა რაგბისტების რაოდენობა 10ჯერ და მეტჯერ გაუზრდება მერე შეიძლება 5ის გარეთაც აღარასოდეს ვიყოთ. ზეანდიაც და ჩვენც მოსახლეობით თანაბარი ვართ და თუ მათ შეუძლიათ პირველები იყვნენ, ერთ დღეს ჩვენც შევძლებთ.
giorgi
12:53 28-06-2016
0

სიახლეები პოპულარული