"ბორჯღალოსნები" 2017 წლის ზაფხულში არგენტინას ხუხუიში ესტუმრებიან

AutoSharing Option
americasrugbynews.com-ის ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტესტ-მატჩს არგენტინასთან ქალაქ ხუხუიში გამართავს.

ჩრდილოარგენტინულ ქალაქს ინგლისელთა მასპინძლობა სურდა, მაგრამ ახლა მთავარი კანდიდატია, რომ 2017 წლის 24 ივნისს "პუმებისა" და "ბორჯღალოსნების" მატჩს დაუხვდეს.

კარლოს ვაკა აგილარი, ხუხუის პროვინციის საერთაშორისო კოორდინატორი: "ჩვენ გვრჩება კარგი შანსი, სხვა ევროპულ ნაკრებს ვუმასპინძლოთ, რომელიც მსოფლიოს თასზე თამაშობს - ეს საქართველოა".

გაისად "ბორჯღალოსნები" ზაფხულის ტესტებს სამხრეთ ამერიკაში გამართავენ, სადაც არგენტინასთან ერთად, სავარაუდოდ, ბრაზილიასა და ურუგვაისაც შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესპანურში ასო j იკითხება როგორც ხ.

ისე ნამდვილად ველოდი რო ასე ჯანდაბაში გვათამაშებდნენ.
giga
11:10 08-11-2016
0
აი მანდ კი დაგვერხა , არც მე მომეწონა მაგ სტადიონზე თამაში, მარა ხომ არ გამოიქცევი ქალაჩუნასავით , რუსები რომ შეგვხვედროდა მანდ მაშინ ვინ დაიჭერდა ჟუჟუის თუ ხუხუის დავინახავდით
Levani
06:19 08-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული